რეზონანსი
(26.09.2022)

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ უპასუხა კითხვას, რაც უკავშირდება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მათ უკვე სააშკარაოზე გამოაქვთ, რომ გუნდში დაპირისპირებაა.

„მე გამიჭირდება მათ შიდა დაპირისპირებაზე საუბარი. ცხადია, რომ სააშკარაოზე გამოაქვთ ერთმანეთთან დაპირისპირება. იქ ნიკა მელიას უპირისპირდებიან, იქ ვიღაც კეზერაშვილს უპირისპირდება. ეს ცხადია, ჩანს, მათი პარტიული საქმეებია და ალბათ, გაარკვევენ ურთიერთობებს. პარტიაში ვერ გაურკვევიათ ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას {მიხეილ სააკაშვილის} მხარეს. ალბათ, თავად დალაგდებიან “, - აღნიშნავს კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე