რეზონანსი
(26.09.2022)

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელის საქართველოს მასშტაბით, იწყებს ახალ პროექტს - „ემეგობრე პოლიციას". ამის შესახებ  სამინისტროს წარმომადგენლებმა ტელეკომპანია "რუსთავი-2-ის" დილის ეთერში ისაუბრეს.

მათი თქმით, კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს გაიმართება. ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნება საპოლიციო დანაყოფების ტექნიკის გამოფენა და ბავშვებისთვის შემეცნებითი აქტივობები. პარალელურად, კამპანიის ფარგლებში, სკოლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, რომლის მიზანია მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე