რეზონანსი
(26.09.2022)

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში 25 წლის წვევამდელმა გაწვევის კომისარი მოკლა, ინფორმაცია და მომხდარის ამსახველი ვიდეოები რუსული ტელეგრამ-არხებით ვრცელდება. 

თავდამსხმელი მალევე დააკავეს, ის რუსლან ზინინია. როგორც BAZA წერს, გასროლამდე წვევამდელმა დაიძახა "ახლა ყველანი სახლში წავალთ", შემდეგ კი კომისრის, ალექსანდრ ელისეევის მისამართით გაისროლა. შემთხვევა გაწვევის პუნქტში მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე