რეზონანსი
(25.09.2022)

ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებული შეხვედრები და სიტყვით გამოსვლა შეაჯამა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოკუპაციის პირობებში სამშვიდობო-სამეზობლო პოლიტიკა და მშვიდობიანი დეოკუპაციის გზა საქართველოს მთავრობის მთავარი სამოქმედო კურსია.

„პრემიერი მთავარ აქცენტს აკეთებს ჩვენი სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკის მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. პრემიერ-მინისტრი საუბრობდა სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომლითაც ვგეგმავთ ამ უმთავრესი გამოწვევის მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები. სამშვიდობო პოლიტიკა არის უალტერნატივო“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე