რეზონანსი
(24.07.2021)


გამანადგურებელი წყალდიდობაა თურქეთის შავი ზღვის რეგიონში - ძლიერი წვიმის შედეგად ართვინის პროვინციაში მდინარე ადიდდა, დაიტბორა სოფლები. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 10 000-ზე მეტი აბონენტი.

სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი. ბოლო მონაცემებით, რიზეს პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი. არიან დაკარგულებიც.

წყალდიდობამ ზიანი მიაყენა ქალაქ არდაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ინფრასტრუქტურას. სტიქიის ზონაში გზების ნაწილი დაინგრა ან საერთოდ ჩაიკეტა. ვერ ხერხდება საავტომობილო მოძრაობა.

მაშველებმა სტიქიის ზონიდან ათობით ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ზოგიერთ ადგილზე წყლის დონე 2 მეტრს აღწევს. წყალდიდობის გამო შავი ზღვის სანაპირო ავტომაგისტრალზე მოძრაობისას მგზავრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

სინოპტიკოსების ცნობით, თურქეთში ძლიერი წვიმები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე