რეზონანსი
(23.07.2021)


არ არის სასიამოვნო სანახავი და სამწუხაროა, რომ ამ დონემდე მიჰყავს „ნაციონალური მოძრაობას" საკუთარი ქცევა პარლამენტში, საჭირო ხდება დეპუტატებმა აღკვეთონ მათი მხრიდან მომდინარე აგრესია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

„მთავარია ერთმანეთში არ ავურიოთ ტერმინები. აგრესორი არის აგრესორი, აგრესიისგან გამრიდებელი არის აგრესიისგან გამრიდებელი. აგრესია მოდიოდა ქალბატონი თინა ბოკუჩავასგან და მე ის გავარიდე ადგილიდან, რომლისკენაც მიმართული იყო აგრესია. საბოლოო ჯამში საფრთხისგან გავარიდე პარლამენტის თავმჯდომარე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე