რეზონანსი
(23.07.2021)


სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო, თუ პედაგოგები და მშობლებია აცრილები იქნებიან. ბავშვები საიდანღაც ხო ინფცირდებიან? ბავშვი ინფიცირდება ოჯახში ან სადაც დადის, იქ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბავშვების ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში არის 12 წლიდან დაშვებული. ჩინეთში უკვე ამბობენ, რომ 3 წლიდანაც შეიძლება. ჩინეთს დღეს მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი ჰყავს აცრილი. მილიარდნახევარი აცრაა ჩატარებული. როგორც კი საერთაშორისო გაიდლაინებში შევა, ჩვენთანაც შეიძლება ვიფიქროთ, მანამდე გზა იმისა, რომ ბავშვები არ გახდნენ ავად, არის ის, რომ უფროსები ვიყოთ აცრილები", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე