რეზონანსი
(23.07.2021)


ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახლის ეზოები, სასოფლო გზების ნაწილი. ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები - წყალმა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე შეაღწია.

ამასთან, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისი - ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე დროებით შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.

სოფლებში არსებულ მდგომარეობას მერიის სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან და ზარალს ითვლიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე