რეზონანსი
(28.05.2021)


გლდანის ხიდებთან ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათგან ორი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე