რეზონანსი
(19.04.2021)


მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერს.

„მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ, რომ ვითანამშრომლოთ, დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში, დამთავრდეს დაპირისპირება და განცდა, რომ ეს ქვეყანა შავ-თეთრია.

ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია ამ დოკუმენტში, სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან ერთად, რომელიც ეხება პროპორციულ სისტემას და დაბალ ბარიერს, ისე, რომ მომავალ პარლამენტში თითოეული მოქალაქის ხმა იყოს ასახული, გვქონდეს მრავალპარტიული პარლამენტი, ანუ ევროპული პარლამენტი. ასევე, შევძლოთ ვითანამშრომლოთ მტრობის და დაპირისპირების გარეშე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

ძალიან რთული და მტკივნეული პროცესი იყო. ეს პროცესი არ დასრულებულა. ველოდებით, სხვა წევრებს, ვისაც მანდატი აქვთ, რომ შემოუერთდნენ ამ პროცესს. ამით გავაგრძელოთ ერთად მუშაობა იმ საკითხებზე, რომელიც ამ დოკუმენტშია ასახული“, - განაცხადა ხათუნა სამნიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე