რეზონანსი
(19.04.2021)


დღეს მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი დღეა, 4 თვის განმავლობაში ფასილიტაციის პროცესში ჩართული ვიყავით და შემდეგ უკვე რამდენიმე თვე მედიაციის პროცესში, რომელიც ბატონი შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა და მისი პერსონალური წარმომადგენლის, ბატონ დანიელსონის ჩართულობით, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა.

„დღევანდელი შეთანხმება, რომელსაც ჰქვია „გზა საქართველოსთვის“ მისი ხელმოწერით ეს პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი, იმ ჩვენი საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მე, როგორც ევროკავშირის ელჩი, რომელიც ჩართული ვიყავი ამ საკითხში, მინდა ეს ხაზგასმით აღვნიშნო. დღეს ვინც აქ ვართ შეკრებილნი, მარტო ის ხალხი კი არ არის, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს აწერს, არამედ საქართველოს მოსახლეობაა. დიდი მადლობა ყველას თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაშ გვქონდა და ასევე იმისთვის, რომ დღეს ამ შეთანხმებას ხელი ეწერება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე