რეზონანსი
(19.04.2021)


ეს შეთანხმება უზრუნველყოფს პროცესების სათანადოდ მიმართულებით წარმართვას. ამ სულისკვეთებით გვქონდა საუბარი შარლ მიშელთან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.

„პრეზიდენტმა გაგვაცნო მისი გეგმა უშუალოდ შეთანხმების ხელმოწერის კუთხით. გვქონდა საუბარი გარკვეულ დეტალებზე. ჩვენ რამდენადაც ვიცით, ევროკავშირის წარმომადგენლები საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საუბრობენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა პარლამენტარმა მოაწეროს ხელი შეთანხმებას.

ვფიქრობ, რომ სათანადო რაოდენობა იქნება უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება გაფორმდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის კონსტრუქციულ მიდგომაზე. ოპოზიციის ნაწილმა უნდა აჩვენოს, რომ მათთვის ევროპული ღირებულებები ძვირფასია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე