რეზონანსი
(19.04.2021)


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე კომპრომისის და კრიზისის გადალახვის გამო ხელმოწერას არ გამორიცხავს, თუმცა ერთი პირობით - დოკუმენტს ხელი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ უნდა მოაწეროს. 

"როდესაც საქმე გვაქვს ასეთ ხელისუფლებასთან, აუცილებელია, რომ წინასწარ, სანამ მათთან რამე შეთანხმებას დადებ, ყველა წინაპირობა იყოს შესრულებული. რამდენიმე დღის წინ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ხელმეორედ დააპატიმრა ნიკა მელია, ამიტომ მნიშვნელოვანია ის გათავისუფლდეს და გაიხსნება სივრცე და თავად მოაწეროს ხელი ნიკა მელიამ,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია.

"თუ ხელის მოწერაა, ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით. უპირობოდ უნდა გამოუშვან და მან მოაწეროს ხელი. დოკუმენტი მე არ მომწონს, მაგრამ კომპრომისის გამო, კრიზისის გადალახვის გამო შეიძლება განვიხილოთ ხელის მოწერა, მაგრამ ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიან,"- აცხადებს პარტია "პროგრესი და თავისუფლების" დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე