რეზონანსი
(19.04.2021)


მესმის პრეზიდენტის. პიროვნულად მძიმე იქნება მისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ამ ხელოვნური კრიზისის დასასრულებლად საჭიროა საკმაოდ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ამ შეთანხმების შემდეგ პოლიტიკური კრიზისი ჩაითვლება დასრულებულად, როგორც ჩვენი უცხოელი პარტნიორების, ასევ საზოგადოების მხრიდან. ამის შემდეგ ეს გვერდი უნდა გადავფურცლოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში და ყურადღება მივაქციოთ იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს. რა თმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მძიმე იქნება პრეზიდენტისთვის და მე მესმის მისი განცხადების სულისკვეთება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე