რეზონანსი
(19.04.2021)


„ჩვენ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გაიმარჯვა პოლიტიკურ შუღლზე, რადიკალიზმზე და პოლარიზაციაზე. ჩვენ მთელი პროცესის მანძილზე ვასრულებდით ყველაზე კონსტრუქციულ როლს, რამაც საერთო წარმატება შესაძლებელი გახადა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იონათამიშვილი მადლობას უხდის დასავლელ პარტნიორებს. მისივე თქმით, ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა დასავლურ სტრუქტურებს:

„ვინც ოპოზიციიდან დოკუმენტზე მოაწერს ხელს, ის შეძლებს თვითგადარჩენას, მაგრამ ვინც გაემიჯნება, მას მოკავშირეებად მხოლოდ პანდემია და რუსეთის ფედერაცია დარჩება.

ჩვენთვის შეთანხმების მიღწევას ყოველთვის ჰქონდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, სააკაშვილმა კი ევროკავშირს და მთლიანად პროცესს დღესაც „ყველის ვაჭარი” უწოდა.

საზოგადოება კარგად ხედავს ჩვენს შორის არსებულ ღირებულებით სხვაობას. ჩვენთვის პროცენტებს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, თვითმმართველობის არჩევნებშიც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ; აი, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, ძალიან გაუჭირდება შემოდგომამდე მისვლა.

ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიის ერთგულებისთვის მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და დღეს ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდით დასავლურ სტრუქტურებს. წინ 2024 წელია!“ - წერს რატი იონათამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე