რეზონანსი
(19.04.2021)


იმისდა მიუხედავად რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ოპოზიცია დოკუმენტს ხელს მოაწერს ჩავთვალოთ რომ შეთანხმება შედგა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში ვიზიტის დროს „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის შესახებ ვიცით, თუმცა დანარჩენმა პარტიებმა როგორც ნახეთ მზადყოფნა გამოთქვეს.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილი ხელს მოაწერს დოკუმენტს, პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შეთანხმება შედგა, იმისდა მიუხედავად რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“. ბრიუსელში ამას კარგად ხედავენ და იციან“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე