რეზონანსი
(19.04.2021)


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე  დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

როგორც ბარამიძე აცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო მიიღებს.

„პოლიტიკური საბჭოს შეკრებამდე წინმსწრებად, ერთმნიშვნელოვნად ვერ გავაკეთებ განცხადებას, მაგრამ მჯერა, რომ არა. არა იმიტომ, რომ ვიღაც გაჯიქებულია, გაჯიუტებულია და ბავშვივით ფეხებს აფიჩინებს რაღაცაზე, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით სწორედაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მომავალს. პარლმენტში ვიღაც რომ შევა, ზოგიერთი რომ იძახის, დავიღალეთ და აღარ შეგვიძლია ეს ამბავი, ვიღაც რომ 5 ათას ლარს მიიღებს ხელფასა, ვიღაც თანამდებობას, მერე ქვეყანაში ვითარება შეიცვლება? ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ნაციონალური მოძრაობა თუ ანტურაჟად შევა ქართული ოცნების ოპოზიციად, თითქოს ყველაფერი კარგად არის და თითქოს ქართველი ხალხის 52%-მა არ თქვა, რომ ქართული ოცნება ოპოზიციაში უნდა იყოს და დანარჩენი პარტიები ხელისუფლებაში…

რასაც გვთავაზობენ, ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელია. ამაზე დათანხმება არის შეურაცხყოფა ჩვენი თავის, ჩვენი პოზიციის, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი ასობით ათასი მხარდაჭერის”, – აცხადებს ბარამიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე