რეზონანსი
(17.04.2021)


„საქართველოს ბანკზე" თავდასხმის გამო დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის ინფორმაციით, წურწუმიას ბანკში შესვლის მოტივი გარკვეულ საკითხებზე პროტესტის გამოხატვა იყო.

როგორც ბარდაველიძე აცხადებს, წურწუმიას ბანკთან, სახელმწიფოსთან ან იმ დროს ბანკში მყოფ ადამიანებთან არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია.

უფლებადამცველის თქმითვე, დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს, თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მისივე განცხადებით, საგამოძიებო უწყება დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა, მას პნევმატური იარაღი ჰქონდა.

"მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს, აქვს გულის მანკი და გულთან დაკავშირებით რიგი პრობლემები. უნდა ჩატარებოდა ოპერაცია, ამისთვის ამზადებდა დოკუმენტებს. ჰყავს ორსული მეუღლე, რომელსაც აქვს რიგი პრობლემები. დაკავებულს ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-ტარებას, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, ეს იყო პნევმატური იარაღი", - აღნიშნა გიორგი ბარდაველიძემ "ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე