რეზონანსი
(16.04.2021)


12 აპრილს გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილი ქმარი ბესო ზანგური ძალადობაში ამხილა. ნინუცა გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს და ამბობს, რომ ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა არ სურს. თავის მხრივ ბესო ზანგური ყოფილი ცოლის მონათხრობს ტყუილს უწოდებს. ამბობს, რომ მოძალადე არ ყოფილა და ნინუცამ ფულის გამო ცილი დაწამა. 

"ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას მყავს მეუღლე უსაყვარლესი და შვილები. ამ შვილებში 2 გოგონაა და მე ვიქნები მუდამ პირველი, ვინც დაგმობს ძალადობას. ნოდარიკო ზანგურს არ ჰყავს არც მოძალადე მამა და არც მატყუარა დედიკო, მას ორივე ღირსეული მშობელი ჰყავს. სულ ესაა.

დღემდე არ ვიცი, რატომ წავიდა. ალბათ იმიტომ, რომ მუდამ ტყუილის ქვეშ მაცხოვრებდა… 

გასტროლიდან ვრეკავდი და მეუბნებოდა, რომ სახლში იყო ჩემი თვეების შვილთან ერთად. აეროპორტში მეგობარი შემხვდა და მითხრა, ზღვაზე ვნახეო, გავოცდი, ხომ გეუბნებით, ვუთხარი, რატომ მომატყუე ასეთი რამ, მოვალ და ვილაპარაკოთ-მეთქი. წავედი მე რეპეტიციაზე და ის წავიდა სახლში. მძიმე ადამიანი ვარ, მაგრამ ცემა? დარტყმა? ეს არის ის, რაც არ არსებობს ბუნებაში.

მან იცოდა, რომ მე ტყუილს არ ვაპატიებდი და დამასწრო წასვლა, ვიდრე მე წავიდოდი. არადა, დილით კოცნით გამაცილა სახლიდან, ღმერთს ვფიცავარ", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ბესო ზანგურმა.

"ინფო რუსთავი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე