რეზონანსი
(16.04.2021)


ნინუცამ ზანგურზე 19 წლის ასაკში იქორწინა, მათ ვაჟი ნოდარიკო ჰყავთ. როგორც ნინუცამ გაიხსენა, ქმარი მასზე სისტემატიურად ძალადობდა. ბესო ზანგური ძალადობას უარყოფს.

«პრაიმტაიმი» ბესო ზანგურის მეუღლეს, გვანცა წულეისკირს დაუკავშირდა, გვანცამ ზანგურზე 9 წლის წინ იქორწინა და მათ სამი შვილი ჰყავთ:

"მე და ბესო 9 წელია ერთად ვართ. ნინუცასთან ახლო ურთიერთობა მე პირადად არ მქონია, თუმცა როცა მიწევდა მასთან შეხება, ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობა მქონდა.

მართლა გულწრფელად ვამბობ, მე ბესოს ცხოვრებაზე დეტალური ინფორმაცია არ მქონია, არ ვარ ის ტიპი, ჩავეძიო მისი ცხოვრების დეტალებს. მე ვიცი ის, რომ ბესოს ძალიან უყვარდა ნიუნუცა, უყვარს ნოდარიკო და როცა ჩვენი შვილი ბუსა დაიბადა, ბესო ყოველთვის ნოდარიკოს ადარებდა.

ბესო ვერ იტანს ტყუილებს, არ უნდა მოვატყუო, არ უნდა ვუთხრა იქ ვარ-თქო და მერე სხვაგან აღმოვჩნდე. მე როგორც ვიცი ასე აკეთებდა ნინუცა და კიდევ იყო მიზეზი, რომელსაც ბესო ვერ ყლაპავდა. 

ძალადობა არის გაუმართლებელი, მაგრამ ის, რაც ნინუცამ გააკეთა, ჩემი ოჯახის და შვილების რეპუტაციაზე იძალადა, გაუმართლებელია. 

დაშორების შემდეგ, ერთად იყვნენ სპექტაკლებზე და მაშინ არ იყო მოძალადე ბესო? რუსკაც შეგვხვდა ერთხელ, ერთად ვისხედით სპექტაკლზე. ნინუცა როცა გაუშვეს თეატრიდან, გაგიჟებული მივიდა ბესო რობერტ სტურუასთან და ეს დაჯდა, გააღო პირი და ტყუილები ილაპარაკა. ჩვენ რომ გვქონოდა ცუდი ურთიერთობა, გასაგები იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვქონდა.

მე როგორც ვიცი ტყუილების გამო ჰქონდათ კონფლიქტი. ბესოს იმდენად უყვარდა ნინუცა მე ვეჭვიანობდი. ზუსტად ვიცი, ნინუცას უნდოდა ბესოსთან შერიგება, მაგრამ ბესოს უკვე სხვა ცოლი ჰყავდა, თუმცა სიგიჟემდე უყვარდა ნინუცა", - განაცხადა გვანცა წულეისკირმა.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე