რეზონანსი
(14.04.2021)


12 აპრილს, გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელ ძალადობაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ნინუცამ განაცხადა, რომ მსახიობი ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა.

ნინუცას ამ განცხადების საპასუხოდ, ყოფილმა ქმარმა, ბესო ზანგურმა თქვა, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა გადაცემაში ფულის სანაცვლოდ მოიტყუა და მას ძალადობაში ცილი დასწამა.

სოციალურ ქსელში ნინუცას უამრავი ადამიანი მხარდაჭერას უცხადებს და წერს, რომ ის ძლიერი ქალია.

თუმცა, რეჟისორი ქეთი დოლიძე, ნინუცა მაყაშვილის მიმართ ჩადენილ ძალადობას სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:

„ძალადობაზე თუ რამე გინდა თქვა, 11 წელი არ უნდა ელოდო 5 ათას ლარიან კონვერტს! აბა, ეხლა მეც ჩამქოლეთ - წერს ქეთი დოლიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე