დოლოჭოპის ბაზილიკა, რომელიც დურუჯისპირა ბაზილიკის სახელითაც არის ცნობილი, მდებარეობს კახეთში, ყვარლის ტერიტორიაზე, მდინარე დურუჯის სანაპიროზე. დღეს შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევების სახით. ეს გახლავთ 5 წყვილი სვეტით ნაგები სამ ნავად დაყოფილი გრანდიოზული ბაზილიკა, რომელიც საქართველოში ცნობილი ბაზილიკის ტიპის ტაძართაგან უძველესი და უდიდესია.
ბაზილიკის სიგრძე 44 მეტრია, სიგანე - 29 მეტრი. ანუ, იგი რამდენიმე მეტრით აღემატება ბოლნისის სიონის ბაზილიკას სიგრძით და ნახევარი სუკუნით ადრე არის ნაგები.
დოლოჭოპის ბაზილიკა ქართული ქრისტიანული ბაზილიკური ხუროთმოძღვრების განვითარების პირველ ეტაპს მიეკუთვნება და, სავარაუდოდ, მე-5 საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული. არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით, სავარაუდოდ ტაძარი დაინგრა მე-8-9 საუკუნეში, არაბი სარდლის მურვან ყრუს გამანადგურებელი ლაშქრობის დროს.
სამაროვანზე დაფიქსირებული არტიფაქტების მიხედვით ირკვევა, რომ ბაზილიკის გარშემო არსებობდა სოფელი, რომელიც მე-13 საუკუნში განადგურდა მონღოლთა ლაშქრობის დროს.
ძეგლის ყოველ კედელში, გარდა აღმოსავლეთისა, თითო შესასვლელი კარი ყოფილა დატანებული. ბაზილიკის კედლები და სვეტები აგებული იყო მკვრივი კირის ფლეთებით და რიყეზე ნაგორავები, კარგად ნარჩევი, დიდი ზომის ქვებით. გამყენებული იყო ასევე კარგად ნათალი შირიმის ქვა.
ტაძარს ჰონდა სამრეკლო, თავისი ჩრდილოეთის კარით, სადიაკვნოები, საკუთრევლის ცენტრში კი იდგა სამეუფეო ტახტრევანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე