ია აბულაშვილი
(27.09.2021)

ყაზბეგში, მყინვაწვერთან ახლოს,  სოფელ ტყარშეტში, ვულკანური მთის კალთაზე, რომელიც ალპური მცენარეებით არის დაფარული, დგას მამაწმინდის ეკლესია. ძეგლი შუა საუკუნეებით თარიღდება და მოხსენიებულია ძველ ისტორიულ წყაროებში. ეკლესიის ახლოს ნაპოვნია კერამიკის უძველესი მინიატურული სასმისი. 

მამაწმინდს ულამაზესი ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით და კირით, თუმცა დღეს ძლიერ  დაზიანებულია. ეკლესიის წინ  შემაღლებულ ადგილას შემორჩენილია ჯვარგამოსახული დიდი ქვა, რომელსაც ადგილობრივები მამაწმინდის ხატს ეძახიან. აქვე ეზოში, ორმოში დამრხულია  მამაწმინდის ხატის განძი - ვერცხლის და  სპილენძის ჯვრები; წარწერიანი  და უწარწერო ვერცხლის თასები.  ერთ-ერთ თასს არაბული წარწერა აქვს.

გადმოცემის თანხმად, მამაწმინდის ხატთან მთელი საქართველოდან მოჰყადათ ბავშვები სალოცავად და მფაროველობას სთხოვდნენ. ტრადიცია დღესაც გრძელდება, ყოველი წლის ივნისში ამ ადგილას იმართება დღეობა - მამაწმინდობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე