ია აბულაშვილი
(07.07.2021)


ალავერდის ტაძარი, რომელიც ალაზნის ველზე სოფელ ალავერდში მდებარეობს, ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში, მისი სიმაღლე 50- მეტრამდე აღწევს. ტაძარი მე-6 საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. მე-9 საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდში წმინდა გიორგის ეკლესიის ადგილას ააშენა ეკლესია, რომელიც დღეს ალავერდის სახელით არის ცნობილი.

ეს უნიკალური ეკლესია რამდენჯერმე გადაურჩა განადგურებას. პირველად 1476 წელს ძლიერ დაზიანდა და რამდენიმე ხანში აღადგინა ალესანდრე კახთა მეფემ. 1742 წელს ძლიერი მიწისძვრისგან დაზიანებული ტაძარი აღადგინა დედოფალმა თამარმა, ტაძარი დაასრულა ერეკლე მეფემ.

თადაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო. მე-17 მე-18 საუკუნეებში დედათა მონასტერიც დაარსდა, სადაც ცხოვრობდნენ მონაზვნად აღკვეთილი სამეფო ოჯახის წევრები.

მე-19 საუკუნის ორმოციან წლებში რუსეთის საეკლესიო ხელისუფლების ბრძანებით ალავერდის ტაძარის კედლები მთლიანად შეათეთრეს და ძველი ფრესკები დაფარეს. გასული საუკუნის 60-იან წლებში ადღგენით სამუშაობის დროს ნაპოვნი იქნა მოხატულობის ფრაგმენტები; სამხრეთ კედელზე შემორჩენილი იყო მე-15 მე-16 საუკუნეების მოხატულობა, ჩრდილოეთ კედელზე მე-16 მე-17 საუკუნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე