ია აბულაშვილი
(29.06.2021)


გომის მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც ზემო რაჭაში მდებარეობს, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძვრების ძეგლია და დღეს მისი ნანგრევებია შემორჩენილი. ეკლესია ცნობილი იყო თავისი საგანძურით, სადაც ინახებოდა ბრინჯაოს სარტყელი შემკული ცხოველთა სახეებით, ბრინჯაოს სამაჯური, ბრინჯაოს ქინძისთავი, ბრინჯაოს ბეჭედი, ბრინჯაოს მძივები და სხვა ნივთები, რომელებიც დღეს დაკარგულია.  

გომის გაბრიელ მთავაარნგელოზის ეკლესიის საგანძურის მშვენება იყო ვერცხლის ძვირფასი თასი. 

ასევე აქ ინახებოდა უნიკალური ყანწი-რიტონი. სასმისს სარიტუალო დანიშნულება აქვს და შემკულია მშვილდ ისრითა და შუბით მეომართა ჭედური სურათებით. ძეგლი ეკუთვნის უძველეს ხანას. 

სასმისი ვერცხლის ერთიანი ფურცლისგან არის დამზადებული, შემოვლდებული აქვს სამი სარტყელი სადაც გამოსახულია ოთხი მეომარის ბრძოლა. 

ეს უნიკალური ძეგლი გადარჩა და დღეს ქუთაისის მუზეუმში ინახება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე