ია აბულაშვილი
(18.04.2021)


ბორჯომის ხეობის ერთ-ერთ უძველეს სოფელ ტაძრისში, რომელსაც ეს სახელი ტაძრების სიმრავლის გამო მიუღია, საეკლესიო ცხოვრება მე-9 საუკუნიდან იწყება. მონასტერი აქ მე-10 საუკუნეში აუგიათ, რომელიც გრიგოლ ხანძთელისა და გიორგი მთაწმინდელის სახელს უკავშირდება. 

სულ მალე მონასტერი ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმაავლებლო კერად იქცა მთელს საქართველოში.  ქართველი დიდებულები თავიანთ შვილებს აღსაზრდელად სწორედ ტაძრისის მონასტერში აგზავნიდნენ. სამონასტრო ცხოვრება ტაძრისის მონასტერში მე-16 საუკუნემდე იყო შემორჩენილი, რომელიც თურქების შემოსევის დროს დაინგრა.

გადმოცემის თანახმად, ტაძრისის ერთ-ერთ მონასტერში, რომელსაც იმ დროს „ღვთისმშობელს“ უწოდებდნენ, აღიზარდა ცნობილი ქართველი სასულიერო მოძღვარი გიორგი მთაწმინდელი და მისი და თეკლა: „და წაიყვანეს იგი სამცხეს მონასტერს სადედოსა, რომელსაც ტაძრისი ეწოდების“, - წერია „შიორში მთაწმინდელის ცხოვრებაში“. 

თავად გიორგი მთაწმინდელი ტაძარში 7 წლის მიიყვანეს, სადაც 3 წელი დაჰყო, 10 წლისა კი ხახაულის მონასტერში გააგზავნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე