ია აბულაშვილი
(14.04.2021)


ქართულ საეკლესიო ხელოვნებაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია გორის ჯვრის ტაძარის ჯვარს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ტაძრის საკურთხეველში იყო აღმართული.

გადამოცემის თანახმად, ეს ჯვარი ვახტანგ გორგასალმა გააკეთებინა და მის აღსანიშნავად დღესასწაულიც დააწესა. ამ ჯვრით ვახტანგ გოგასალი ქართულ ლაშქარს მტერთან ბრძოლაში წინ მიუძღოდა.

გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ჯვარი ვახტანგ გორგასლის ტანის ზომისა იყო. ჯვრის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია იესო ქრისტეს ჯვარცმა, დანარჩენ ნაწილებზე კი წმინდა გიორგის ცხოვრებისა და წამების სცენებია ასახული. თითოეულ სცენას თან ახლავს ასომთავრული წერწერა.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, გორიჯვრის ტაძრის ჯვარში ინახებოდა წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები "თავი წმინდანისა გიორგისა ჯვარსა შინა დასვენებული".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე