ია აბულაშვილი
(02.02.2021)


ნარიყალა, უძველესი ციხე სიმაგრე, რომელიც თბილისს და მტკვრს გადაჰყურებს, ისტორიულ წაროებში მე-4 საუკუნიდან მოიხსენიება. ნარიყალას ძველად „შურის ციხეს“ უწოდებდნენ, მონღოლეის ბატონობის დროს კი მას „ნარინ ქალა“ დაარქვეს. მე-13 საუკუნეში დიმიტრი თავდადებულს ნაიყალას ციხეში ეკლესია აუგია, რომელიც ისტორიულ წყაროებში წმინდა ნიკოლოზის კარის ეკლესიის სახელით არის შესული.  

პლატონ იოსელიანის ცნობით, ეს ტაძარი მეტეხის ეკლესის ანალოგია. ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია დატანებულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზე. 

„მაღალს ციხეში არს ეკლესია გუმბათიანი, წმინდა ნიკოლოზისა“, - ასე მოიხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ეკლესია ნაგები იყო ქვითა და აგურით. მისი კედლები კი შემოსილი იყო სხვადასხვა ორნამენტებით. ტაძრის შიდა კედლები ფრესკებით იყო მოხატული.

1818 წელს გენერალ ერმოლოვის ბრძანებით ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია თოფის წამლის საწყობად აქციეს. მოგვიანებით დენთის საწყობი აფეთქდა და ეკლესია საძირკვლამდე დაინგრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე