ია აბულაშვილი
(27.01.2021)


ქართულ ხუროთმოძვრულ ძეგლებს შორის, რომლებიც ქართული ხელოვნების უნიკალური ნიმუშებია, ერთ-ერით გამორჩეულია მოქვის მონასტერის მოზაიკა, რომელიც მე-10 საუკუნეში ქართველ ოსტატს სოფიის ტაძრიდან ჩამოტანილი მარმარილოს კენჭებით მოუპირკეთებია. იატაკის ცენტრში გამოსახული იყო მზის სხივები წითელი მარმარილოთი.

ისტორიული წყაროების მიხედვით, მოქვის მონასტერი 957-967 წელებში აფხაზთა მეფეს ლეონ მესამეს აუგია. ლეგენლის თანახმად, მეფეს ტაძრის ასაგებად უცხოეთიდან იმ დროის  დიდოსტატები მოუწვევია და უბრძანებია, რომ ტაძარი მეფის სადარი უნდა ყოფილიყო, მისი გუმბათიდან კი მთელი აფხაზეთი უნდა გამოჩენილიყო.

მეფის სურვილის ასრულება უცხოელი ხუროთმოძვრებისთვის ძნელი აღმოჩნდა, მხოლოდ ქართველი ოსტატი დათანხმდა ამ მძიმე  საქმეს. სწორედ მისი ხელით შეიქმნა ეს უნიკალური მოზაიკა.

მოქვის მონასტერში ინახებოდა უნიკალურ ხატები, მათ შორის ღვითისმშობლის კრედი ხატი. ოქროს ბეჭდური ხატი ჩასვენებულია ვერცხლით მოჭედილ ბუდეში. ხატის ზემო ფრთაზე  ღვთისმშობელია გამოსახული, ასევე გამოსახულია ხარების სცენები. კრედის სვეტები შემკულია ძვირფასი თვლებით, 90 ძვირფასი თვალით. ბუდეზე გამოსახულია 18 ჯვარი. ხატი ეკლესიისთვის მოჭედინა ანდრია მოქველმა. ხატზე ამოკვეთილი წარწერით ირკვევა, რომ  ქართული ხელოვნების ეს უნიკალური ნიმუში შესრულებულია მე-12 საუკუნეში.

მოქვის ღვთისმშობლის კრედი ხატი დღეს ზუგდიდში დადინების სასახლეშია დაცული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე