“პირღებულის ეკლესია, თვისი გამოქვამბულებით რამდენადმე მოგვაგონებს ვარძიას"
ია აბულაშვილი
(11.01.2021)


"მონასტერი ქციის ხრამსა შინა, პირღებულს კლდე გამოკვეთილი დიდითა შენებითა და ყოველთა შემკული, იტყვიან თამარ მეფის ქმნილსა" - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი პირღებულის სამონასტრო კომპლექს, რომელიც ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში კლდეზეა აგებული. სახელწოდებაც აქედან მოდის, რადგან ეს ადგილი ქვაბულებს წარმოადგენს და ბერების სადგომ საკნებად იყო გამოყენებული.

ეკლესიის გარეთ არსებული წარწერის თანახმად კი პირღებულის ეკლესია მე-13 საუკუნეში რუსუდან მეფის ხანაშია აგებული დემეტრე წინამძღვრის მიერ. თემურ ლენგის შემოსევების დროს ეკლესია დაინგრა და იგი მე-16 საუკუნეში ხელახლა ააგო თბილელმა ეპისკოპოსიმა ელისე საგინაშვილმა.

როსტომ მეფეს კი თბილისის სიონი და პირღებულის მონასტერი ერთდროულად აღუდგენია, შეუმკია ხატებით, საკურთხევლით და სხვადასხვა საეკლესიო სამკაულით.

1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა შესიწავლა პირღბულის მონასტერი და იგი ვარძიას შეადარა. "პირღებულის ეკლესია, თვისი გამოქვამბულებით რამდენადმე მოგვაგონებს ვარძიას"- წერდა თაყაიშვილი.

სწორედ ექვთიმე თაყიაშვილმა მიაგნო და წაიკითხა მონასტრის გარეთ არსებული ასომთავრული წარწერა, სადაც მოხსენიებული არიან ტაძრის მშენებლები. ეს წარწერა დღეს თბილისის ისტორიულ მუზეუმში ინახება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე