ია აბულაშვილი
(27.12.2020)


ფოთოლეთის ეკლესია მდებარეობს ბორჯომში, სოფელ ახალდაბიდან მოშორებით, ფოთოლეთად წოდებულ ტყეში, ეკლესიის სახელი აქედან მოდის. მისი აგება კი გრიგოლ ხანძთელის მოწაფეს ქრისტეფორეს უკავშირდება. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა და ნაგებია მოვარდისფრო-მოყავისფრო ქვით.

1939 წელს სიძველეთა კომიტეტის მიერ ფოთოლეთის უკლესიაში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. ტაძარში იპოვეს მე-10 საუკუნით დათარიღებული კანკელი. კანკელის ფრაგმეტები ამჟამად შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება, რომლის მარცხენა ბოძის სიგრძეზე ამოკაწრულია მე-11 საუკუნის წარწერები. ასევე ტაძარში ნაპოვნი იქნა კარნიზის დეკორატიული მორთულობისთვის განკუთვნილი კრამიტები, რომელთა ჩაზნექილ სამკუთხედებში მოქცეულია ერთმანეთის პირისპირ მდგომი ირმების რელიეფური გამოსახულებები.

მოგვიანებით ფოთოლეთის ეკლესიაში კვლავ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. ეკლესიის კედლის ძირში აღმოჩენილი იქნა აკლდამა, რომლის სახურავის ქვის ფილაზე შესრულებული იყო ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ნაკაწრი წარწერები.  წარწერიანი ქვის ფილა ამჟამად ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

ფოთოლეთის ეკლესიამ ფუნქციონირება შეწყვიტა მე-14 საუკუნეში. იგი მტრების შემოსევის დროს დაინგრა. ბერების ნაჭრილობები ძვლები კი მომოფანტული იყო ეკლესიის ეზოში, რომლებიც ასევე გათხრების შედეგად აღმოაჩინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე