ია აბულაშვილი
(22.12.2020)


ერედევსა და მის მახლობლად, სადაც დღესაც შემორჩენილია ქართული კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, მათ შორის გამორჩეულია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძვრების, სამეკლესიანი ბაზილიკის ერთ-ერთი გვიანდელი ნიმუში „ბერის საყდარი“, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება. ეკლესია  სოფელ ერედვის ცენტრში დგას და მისი უნიკალურობა იმაშია, რომ მისი შიდა სივრცე დაყოფილი არ არის და ერთიან დაუნაწევრებელ გალერეას წარმოადგენს.

„ბერის საყდარი“ მოხსენიეულია აქვს ვახუშტი ბატონიშვილს თავის „აღწერა სამეფოსა საქართველოში“. ასევე იოანე ბაგრატიონს „ქართლ-კახეთის აღწერაში“.  საყდარი რიყის ქვით არის ნაგები და მოპირკეთებულია მოწითალო ქვით. ეკლესიის შესასვლელში გამოსახული ასომთავრული წარწერა კი ტაძრის აშენების ისტორიაზე მოგვითხრობს.  

ათასწლოვანი ძეგლი ბოლშევიკების ბრძანებით დაუნგრევიათ. ჩუქურთმიანი ქვებით კი ბოსელი აუგიათ. როგორც ქართველი მეცნიერი ვარლამ თოფურია 1924 წლით დათარიღებულ თავის ნაშრომში წერს, ეკლესიის მასალით ცხინვალში აბანო აუშენებიათ.

„მივუსწარით მხოლოდ მაშინ, როცა სამხრეთ ოსეთის მთავრობის  განკარგულებით ძეგლის ნახევარზე მეტი დანგრეული იყო  და ჩემი იქ ყოფნის დროსაც ანგრევდნენ. ეკლესიის მასალა გამოყენებული იქნა ცხინვალში აბანოს ასაგებად. წარწერიანი ქვები უყურადღებოდ ლიახვის პირას ეყარა თურმე“, - წერდა ვარლამ თოფურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე