ია აბულაშვილი
(14.12.2020)


კუნტუსის ეკლესია, რომელიც თელავთან ახლოს, თურდოს ხეობაში მდებარეობს, ქართული არქიტექტურის უძველესი ძეგლია. ჯვარგუმბათოვანი ეკლესია ტყეშია ჩაფლული, ნაგებია შირიმის ქვით. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს და თავზე ადგას მოზრდილი ქვის ჯვარი.

კუნტუსის ეკლესიის შესახებ მწირი ცნობები მოგვეპოვება. ცნობილ ქართველ ისტორიკოსებს ნიკო ბერძენიშვილს და გიორგი ჩუბინიშვილს 1934-1936 წლებში აქ კვლევები ჩაუტრებიათ. ეკლესიის ბალავარზე არსებული ასომთავრული წარწერით ირკვევა, რომ ტაძარი მე-10 საუკუნეში აუგიათ იოანე ნათლისმცემლის სახელზე. წარწერის ფრაგმენტი კი, რომელიც შემორჩა, დღეს თელავის მუზეუმში ინახება. ეკლესია მოხატული ყოფილა შესანიშნავი ფრესკებით. ტაძრში ინახებოდა უძველესი ხატები და განძეულობა.

ისტორიული ცნობების მიხდევით მტრის შემოსევების დროს ტაძარი რამდენჯერმე დაინგრა. პირველად 1399 წელს თემურ-ლენგის საქართველოში მეოთხე ლაშქროის დროს. პირველად მაშინ გაიტაცეს ძვირფასი საგანძური.

1587 წელს ეკლესია აღადგინა კახეთის მეფემ ალექსანდრე მეორემ და ბევრი ძვირფასეულობაც შეუწირავს. ეკლესია მეორედ დაინგრა მე-17 საუკუნეში შაჰ-აბასის შემოსევის დროს, მაშინ მთლიანად იქნა დარბეული ეკლესია და განძეულობა გატაცებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე