ია აბულაშვილი
(10.12.2020)


ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესია, რომელიც სვანეთში, მესტიის რაიონის სოფელ ჩაჟაშში მდებარეობს, მე-10 საუკუნეში აუგიათ.  იგი დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელსაც გარშემო დიდი გალავანი აკრავს. ტაძარს შემორჩენილი აქვს დიდი ხის კარი, რომელიც ორივე მხრიდან ლითონით არის მოჭედილი.

ლეგენდის თანახმად, ჩაჟაში სვანურად „ცხენების სადგომს“ ნიშნავს. თამარ მეფე ამ სოფელში თავის ცხენებს აჩერებდა თურმე, სოფლის მახლობლად კი საზაფხულო რეზიდენცია ჰქონია.

ეკლესია ნაგებია ქვით და აქვს ქვის კანკელი. დასავლეთის მხრიდან მიშენებულია სტოა. ეკლესიის მოხატულობა უნიკალურია. საკურთხევლის კონქვეშ გამოსახულია ვედრების სცენა და მთავარანგელოზები, ჩრდილოეთ კედელზე - ჯვარცმა, ხარება, ღვთისმშობლის მიძინება, სამხრეთ კედელზე - ამაღლება, ფერისცვალება.

ეკლესიის მშვენებაა უნიკალური ფრესკა, რომელიც მხოლოდ ამ ეკლესიაში გვხვდება. ფრესკაზე ასახულია სცენები უკვდავი პოემიდან „ამირანდარეჯანიანი“.

ტაძარში დაცულია მე-11 საუკუნის ვერცხლის ხატი, მაცხოვრის გამოსახულებით. ხატი ჩასმულია მე-13 საუკუნეში შექმნილ ჩარჩოში. ჩარჩოზე ამოტვიფრულია ხადომ სატარვანშელის სავედრებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე