ია აბულაშვილი
(29.11.2020)


"ჯვარის მამის" ეკლესია, რომელიც თბილისში, ისტორიულ უბანში ქვემო კალაში მდებარეობს, გადმოცემის თანახმად, მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დროს აშენდა და მას "გოლგოთა" ეწოდება.

თბილისში ვახტნგ გოგასლის მიერ აგებულ ეკლესიებს შორის სიონი, ანჩისხატი, წმინდა ჯვარი, ბეთლემი და წმინდა მიქაელ მთავარნგელოზი, ვახუშტი ბატონიშვილი "აღწერაში" "ჯვარის მამის" ეკლესიას სიონის შემდეგ მოიხსენიებს. "

სიონის ზემოდ არის ქართველთა ეკლესია, რომელსაც ეწოდება იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერი. ეს ეკლესია ქართველთა მეფეებს გაუკეთებია მე-5 მე-6 საუკუნეში და გაუმშვენიერებიათ მრავლალის შეწირულობით".

"ჯვარის მამის" ეკლესია მოხსენიებულია ეგნატე ილსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში "მონასტრები, ეკლესიები, თბილისაა და მის მიდამოებში". ეს უძველესი ეკლესია 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აღების დროს დაინგრა, რომელიც შემდეგ განუახლებიათ.

ისტორიულ წყაროებში "ჯვარის მამა" იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს ნიშნავს. ეს სახელიც ამიტომ შეარქვეს, რომ იერუსალიმის უფლის საფლავის ეკლესიის და წმინდა ჯვრის ქართული მონასტრის მეტოქე იყო.

"ჯვარის მამის" ეკლესია ძველთაგანვე ითვლებოდა სადგურად იერუსალიმში მყოფ ქართველთა მონასტრების ბერებისა - წმინდა ჯვრის მონასტრისა, წმინდა მოციქულის იაკობისა, უფლისა და წმინდა წინასწარმეტყველის ილიასი".

ამ ტაძარს მეფეთაგან შეწირული ჰქონდა სოფლები, ყმები და ულუფა, ხოლო მისი წინამძღვარი შემოსავალს უგზავნიდა იერუსალიმის ქართველთა ტაძარს, უფლის საფლავის ტაძრად წოდებულს. აზრი ამ შეწირულობათა და თვით სადგომის დაარსება ტფილისში ის იყო, რომ ამ სადგურის მეოხებით საქართველოს ჰქონოდა მუდმივი კავშირი პალესტინასთან"- წერს თავის ნაშრომში ცნობილი ქართველი მეცნიერი და ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი.

"ჯვარის მამის" ეკლესია მცირე ზომის, აგურით ნაგები გუმბათოვანი ეკლესიაა. იგი ე.წ. "კოპელჰალეს" გუმბათოვანი დარბაზული ტიპის ნაგებობაა. გუმბათი ეყრდნობა საკურთხეველს კუთხეებით, საკურთხევლის კონქვეშ კი შემონახულია უნიკალური მხატრობა, რომელიც ქართული კედლის მხატვრობის იშვიათი ნიმუშია. ეკლესიაში ასევე იყო ძველი წიგნსაცავი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე