ია აბულაშვილი
(15.11.2020)


საკირის წითელი ეკლესია, რომელიც დმანისში მდებარეობს, ერთ-ერთია იმ ეკლესიებიდან, რომლებმაც ადრექრისტიანული ხანის სტელები შემოგვინახა. ეკლესია გვიანი ხანისაა და მის კედლებში ჩაშენებული იყო 17 სტელა, აქედან ორი წარმოადგენს სტელების კაპიტელიებს.

ისტორიულ წყაროებში საკირის წითელი ეკლესია მოხსენიებულია „ყიზილ-ქილის“ სახელით - ანუ „წითელი საყდარი“. ეკლესიის ცენტრში გამოსახული იყო ბოლონური მედალიონი, ორივე მხარეს ფოთლოვანი ხეებით. მედალიონის ზევით კი შვილდივით მოხრილი ვაზის რტო მტევნების გამოსახულებით. სტელების ზედა ნაწილი შემკული იყო ვარდულებით და არშიებით. მედალიონის არშიებზე ჯიხვის და ირმის ფიგურებით.

ეკლესიის მშვენება იყო ტრაპეზის უძველესი ქვა, რომელზედაც გამოსახული იყო მთელი კომპოზიცია: აყვავებული ჯვარი, ქვის ცენტრში ბოლონური მედალიონით, რომლის მარჯვნივ და მარცხნივ ფარშევანგები იყო გამოსახული. ორივე ფარშევანგი თავისი ნისკარტებით ეხებიან მედალიონში ამოკვეთილ პატრა ჯვარს. ქვის ასეთი კვეთა ერთ-ერთი პირველია ქართული ეკლესიის ისტორიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე