ია აბულაშვილი
(03.11.2020)


„პატარა ალავერდის“ საყდარი, რომელიც ისტორიულ ჰერეთში, კახში მდებარეობს, ერთ-ერთია იმ 12 ეკლესიიდან, რომელიც ჩვენს წინაპარს, ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში აუგია. შემდგომ საუკუნეებში, 4 საუკუნის მანძილზე, გარეშე მტერის ხელით გრძელდებოდა უნიკალური ქართული ხუროთმოძვრების ძეგლების ნგრევა-აოხრება. დღეს ამ ეკლესიების უმეტესი ნაწილი ნანგრევების სახით არის შემორჩენილი.

„პატარა ალავერდის“ საყდარი უკანასკნელი ტაძარია საინგილოს ტერიტორიაზე, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ 1888 წელს აღადგინა. ხალხური გადმოცემით, „პატარა ალავერდი“ კახეთის „დიდი ალავერდის“ სახელზე აუგიათ, რადგან ადგილბრივ მოსახლეობას უჭირდა კახეთში ჩასვლა და ალავერდში მოლოცვა.  

„პატარა ალავერდს“ დღესაც „დიდი ალავერდის ძმას“ ეძახიან. ყოველი წლის სექტემბერში, როგორც კახეთში, კახშიც იმართება „ალავერდობა“, „ალავერდის ხატობა“ ძველი წეს-ჩვეულებით. საყდარი აგებულია ჯვართამაღლების სახელზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე