ია აბულაშვილი
(30.10.2020)


სვიფის წმინდა გიორგის ეკლესია მესტიაში, სოფელ სვიფში ერთ-ერთი უძველესი ხუროთმოძღვრული ძეგლია საქართველოში, რომელიც მე-10 საუკუნეში აუგიათ. ეკლესია გამოირჩევა თავისი უნიკალური მხატვრობით და უძველესი ფრესკებით. საუკუნეების მანძილზე აქ დაცული იყო მე-11- მე-12 საუკუნის უძვირფასესი ხატების კოლექცია. ეკლესიას აქვს ჩუქურთმიანი ძველი ხის კარები, რომლიც მე-11 საუკუნით თარიღდება. გადმოცემის თანხმად, კარები ადგილობრივ მცხოვრებს ილორიდან ზურგით ამოუტანია, სახლში მისვლისთანავე კი სული განუტევა.

პირველი მხატვრობა შავი ფერითაა და შესრულებულია მე-10 საუკუნეში. შემდგომ საუკუნეებში ტაძარი ფერადი ფრესკებით მოიხატა, ძველი აღქთმის სცენებით, სამებისა და წმინდანთა გამოსახულებებით. ტაძრის მშვენება არის აღდგომის ფრესკა, ასევე საწინავე ჯვარი, რომელზედაც თორმეტი მოწამეა გამოსახული.

ტაძრის მთავარი სიწმინდეა წინდა გიორგის ოქროს სასწაულმოქმედი ხატი, რომლიც დღემდე სვანეთის მფარველად ითვლება. საუკუნეების მანძილზე ამ ხატზე დაფიცებით წყდებოდა მოსისხლე მტრებს შორის მტრობა, ამ ხატით ირჩეოდა სამართალი. ლეგენდის თანახმად, წმინდა გიორგის ხატმა, რომელმაც ეკლესია ურჯულოთა წაბილწვისგან გადაარჩინა, შუბით განგმირა მტერი, მორწმუნეებს ყოველ გიორგობას, წმინდა გიორგის ხატთან შესაწირად მოჰქონდა ხის საბრძოლო შუბი. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე