ია აბულაშვილი
(27.10.2020)


ლაბეჭინის მთავარანგლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც რაჭაში, ამბროლაურის სოფელ ჭყვიშში ასწლოვანი ხეების გარემოცვაში მდებარებს, მე-13 საუკუნით თარიღდება. ამ ადგილას მე-11 საუკუნეში აგებული ყოფილა ეკლესია, რომელიც მიწისძრის შედეგად დაინგრა. ახალი ეკლესია კი აუგია გაბრიელ ლაბეჭინელს.  ეკლესიის წარწერიდან ირკვევა, რომ ხუროთმოძვრები ყოფილან „ივანე და გაბრიელ გალატოზები“.

მე-20 საუკუნის ათიან წლებში ეკლესია აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა. მისი ცნობით, ლაბიჭინის ეკლსია მოხსენიებულია საეკლესიო ხელნაწერში, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება.

„ნივთები ლაბიჭინის ტაძრიდან“, რომელიც ექვთიმემ შეადგინა, ჩამონათვალია იმ სიწმინდეების და საეკლესიო ნივთების, რომელიც მას იქ დახვდა:

„წმინდა გიორგის ხატი, ვერცხლის, ოქროთი დაფერილი, ნაჭედი. წმინდა გიორგი ფეხზე დგას და რომაულ სამხედრო ტანსაცმელში. მარჯვენა ხელში ლახვარი უჭირავს“ - ეს ხატი დღეს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

„ხატი ღვთისმშობლისა, მოოქროვილი ვერცლის, ნაჭედი. ღვთისმშობელი ტახტზე მჯდომი, შემოკობილი ძვირფასი ქვებით.  ასომთავრული წარწერა ბროწეულის ყვავილების მსგავსი ორნამენტებით არის შემკული. არშიაზე იოანე ნათლისმცემლია გამოსახული. ასევე არშიებზე დატანებულია ოთხკუთხა მედალიონები“ - ხატი დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზემში.

„ხატი კრედი ღვითსმშობლისა, მოოქროვილი ვერცლით. დაკეცილი პირი ხატისა კამარიანია, შეძერწული ვერცხლის ფირფიტებით. კამარაზე და ფირფიტებზე წმინდანები და სახარების სცენებია გამოსახული. გარადლმოხსნა, ვედრება“.

„ხატი მაცხოვრისა, ვერცხლის მოოქროვილი, მაცხოვარი ტახტზე მჯდომი. მარჯვენა ხელით აკურთხებს, მარცხენაში სახარება უჭირავს. ასომთავრული წარწერა შემკულია ვაზოვანი ორნამენტებით“.

„ხატი მთავარანგელოზისა, ვერცხლის. დიდი ჯვარი, ვერცხლის თხელი ფირფიტებით შემკული. ვერცხლის ბალთები სარტყლისა, ოქროთი დაფერილი. ფილონი ძველი ფარჩისა, მდიდრულად ნაკერი, ხელაპყრობილი ქრისტეს სურათით.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე