ია აბულაშვილი
(22.10.2020)


„დის ალგეთი... და ერთვის გუდარეხის ხევს, გუდარეხს არს მონასტერი უგუმბათო ბენდერს მთის ძირს, ფრიად შუენიერ ადგილას, მრავალნი შენობანი, არს ციხე და ადგილი კლდოვანი, კლდითვე მაგარნი" - ასე აღწერს ვახუშიტ ბატონიშვილი გუდარეხის მონასტერს, რომელიც თეთრწყაროში მდებარობს. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებებისგან შედგება - მთავარი ტაძარი, სამრეკლო და გალავანი.

გუდარეხის მთავარი ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა, რომელიც რუსუდან მეფეს აუგია და მე-12 საუკუნით თარიღდება. ტაძარი აუგია ხუროთმოძვარ ჭიჭაფურისძეს რუსუდან მეფის სალოცავად; რაზედაც მეტყველებს ეკლესიის კედელში, შესასვლელთან დატანებული შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: „სახელითა მამისათა აეშენა წმინდა ესე ეკლესია ხელითა ფრიად ცოდვილისა ჭიჭაფორიძისათა სალოცავად და სადიდებლად დედოფალთ დედოფლისთვის, რუსუდან დედოფლისა და შვილთა მისთა დღეგრძელობისთვის. ეს წმინდა ეკლესია მე გლახაკმან ანტონ მანგლელმან ვაკურთხე". ერთ-ერთი ვერსიით რუსუდან მეფე გუდარეხის მონასტერგში უნდა ყოფილიყო დაკრძალული.

ეკლესიის კარიბჭეზე, რომელის მხოლოდ ნაკვალევია შემორჩენილი, გამოსახული იყო ‘სიცოცხლის ხე". ტაძარი მოხატული ყოფილა და მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. ტაძრის მარჯვენა კედელზე ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგია გამოსახული. ტაძარს ჰქონდა ქვის ულამაზესი კანკელი, რომლის ნაწილები ხელოვნების მუზემშია დაცული.

ტაძრის სამრეკლო, ყველაზე უძველესი საქართველოში, ორ-იარუსიანია და სხვადახსვა ფერით არის ნაგები. სამრეკლო აგიათ მეფე დემეტრე მეორეს დროს 1278 წელს. ამის შესახებ გვატყობინებს სამრეკლოზე არსებული წარწერა, სადაც მოხსენიებულია მეფე დემეტრე მეორე. „ადიდენ ღმერთმან ძლიერი და უძლეველი მეფეთ მეფე დიმიტრი შეიწირენ ღმერთმან და ყოვლად წმინდამან მშობელმან მისმან, ამინ ქორონიკონსა 1278."

გუდარეხის ეკლესიის მთავარი მშვენება იყო ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი მე-8 საუკუნის ბერძუნლი წარწერით, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნულ მუზემშია დაცული. ეკლესიისგან მოშორებით დგას მე-13 საუკუნის ქვაჯვარი, კვარცხლბეკზე დადგმული ფილა, ჯვრის გამოსახულებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე