ია აბულაშვილი
(20.10.2020)


აგარის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ეს უნიკალური ძეგლი, რომელიც მდებარეობს ახალციხეში, ურაველის ხეობაში და იშხანის სახელით იყო ცნობილი, მე-10 საუკუნით თარიღდება. სამონასტრო კომპლესში შედის მთავარი ეკლესია, რომელიც მე-10-11 საუკუნის მიჯნაზე აუგიათ, ასევე სატრაპეზო. სამრეკლო და სხვა ეკლესიები მე-13 მე-14 საუკუნით თარიღდება. 

მთავარი ეკლესია უდიდესი ერთნავიანი ეკლესიაა მთელს საქართველოში. საკურთხევლის კედელში კი მიყოლებით 9 ნახევარწრიული ნიშია გაკეთებული, როგორც მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. კედლებზე შემორჩენილია ისტორიული ცნობების შემცველი წარწერები.

აგარის მთავარი მონასტრის მშვენებაა უნიკალური ფრესკები, რომელებიც დღეს ფრაგმენტულად არის შემოჩენილი და ტაო-კლარჯეთის ფერწერულ სკოლას წარმოადგენს. ერთ-ერთ ფრესკაზე გამოსახულია წმინდა კვირიკე, რომელსაც მარცხენა ხელში მოღვინისფერო დახურული წიგნი უჭირავს. 

ფრესკაზე ასევე გამოსახული არიან წმინდა დედები. წარწერის მიხედვით, წმინდა დედა, რომელსაც თავზე გვირგვინი ადგას, წმინდა ეკატერინე უნდა იყოს, მეორე გვირგვინოსანი დედა კი - წმინდა ბარბარე. ეს ფრესკები თავის წარწერებით ახლოს დგას ოშკისა და იშხანის ტაძრის წარწერებთან და მოხატულობასთან. მთავრული ასეობი კი, რომლებიც შავი საღებავით არის შესრულებული, მე-10-11 საუკუნით თარიღდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე