ია აბულაშვილი
(04.10.2020)


სოფელ კარსანში, რომელიც მცხეთაში თრიალეთის ქედის აღმოსავლეთით მდებარეობს, დგას სამი ეკლესია - ღვითმსშობლის, წმინდა ნინოს და წმინდა გიორგის სახელობის. ლეგენდის თანახმად, ეს ადგილი - კარსანხევი - იბერიის მეფეებს სამოსახლოდ მიუციათ ნაბუქოდონოსორისგან დევნილი ებრაელებისთვის. 

სიტყვა „კარსანი“ პირველად „მოქცევაი ქართლისაში“ გვხვდება, სადაც მოთხორილია ქრისტეს კვართის საქართველოში შემობრძანების ამბავი: „ესმათ სიტყვა და წავიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი, როცა ისინი მივიდნენ, შეესწრნენ უფლის ვნებას დიდ პარასკევს დღეს და მოიტანეს მათ უფლის კვართი მცხეთას“, - ვკითხულობთ „მოქცევაი ქართლისაში“ რომელიც ასევე გვამცნობს, რომ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზი კარსანიდან ყოფილან.

კარსანის ხეობა ნახსენებია ასევე ძველ ქართულ წყაროებში. კარსანის სიახლოვესაა დაკრძალული ქართველთა ეთნარქი ქართლოსი, რის გამოც ეს მთა მთავარ სიწმინდედ იყო აღიარებული ძველი დროიდან. კარსანში მდებარე სამივე ეკლესია კი თავისი არქიტექტურით გვიანი ფეოდალური ხანის უნიკალური ნიმუშებად არის მიჩნეული.

კარსანის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც თარიღდება მე-9-10 საუკუნეებით, დარბაზული ეკლესიაა და ნაგებია ნატეხი ქვით. ტაძრის საკურთხეველის წინ დგას ჯვრის რუხი ქვის ცხრაწახნაგა პოსტამენტი. 

წმინდა გიორგის ეკლესიიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. 

წმინდა ნინოს ეკლესიაც მე-9-10 საუკუნეებით თარიღდება და ნაგებია ნატეხი ქვით. ეკლესია დგას ანტიკური ციხესიმაგრის ცხრა მარკუთხა ბურჯიდან ერთ-ერთზე, ქარაფის პირას. ეკლესია დარბაზულია და რამდენჯერმე არის გადაკეთებული, თუმცა შემორჩენილია ძველი არქიტექტურის ნაშთები, კერძოდ ნალისებური ფორმის აფსიდი, რომელშიც სამი ნიშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე