ია აბულაშვილი
(30.09.2020)


მე-12 საუკუნის დამლევს ბოლნისსა და დმანისის მიდამოებში არაერთი შესანიშნავი ძეგლი აიგო, მათ შორის არის "ლამაზი საყდარი". ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, "ლამაზი საყდარი" აიგო თამარ მეფისა და დავით სოსლანის მეფობაში. 1189-1209 წლებში, ლიპარიტის უბანში, "ოქროს საყდრების" მიდამოებში.

"ლამაზი საყდარი" აუგიათ სოფელ ჩათახთან, მდინარე ქციასა და ზურტაკეთის შესართავთან, მთიანი ტყის კალთაზე. ტაძრის კარის თავზე იყო ვრცელი წარწერა: "ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან მეფობა თამარისა და დავითისა" და "თამარისათვის ღმრთისა სწორისა შეიწირეს". ეს წარწერა დღეს დაკარგულია, დაგნრეულია ტაძარიც.

შუასაუკუნეების ქართული ხურთომოძღვრების ამ უნიკალურ ძეგლს, ხალხმა "ლამაზი საყდარი" უწოდა, მას თამარის სამლოცველოსაც ეძახდნენ, რადგან გზად მიმავალი თამარ მეფე ამ ტაძარში ლოცულობდაო.

ტაძარი ღვთისმშობლის სახელზეა აგებული, ნაგები თლილი ქვის კვადრატებით, რომელსაც მოვარდისფრო სოსნისფერი დაჰკრავს. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ გამოსახული იყო რელიეფური ჯვარი, რომლის სამი ზედა მკლავი ვარდულებით იყო შემკული. ჯვარი შესრულებული იყო ჩუქურთმებით.

ეკლესიის კარ-სარკმელს ამშევენებდა დიდი ოსტატობით შესრულებული ხვადასხვა სახის ჩუქურთმები. უნიკალური ფრესკები კი, რომლითაც მოხატული იყო "ლამაზი საყდარი" დღეს მხოლოდ ორი მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე