გვანცა წულაია
(19.01.2023)

2019 წელს რუსეთისგან შეჩერებული ავიარეისების შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰერო მიმოსვლა მალე აღდგება. საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლები სერგეი ლავროვის განცხადებაში ცუდს ვერაფრს ხედავენ და რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას მიესალმებიან. ავაისფეროს სპეციალისტები უფრო თავშეკავებულები არიან.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენა 2019 წელს შეაჩერა. ამის მიზეზი კი ის აქციები გახდა, რომელიც სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა. ვლადიმერ პუტინის მაშინდელი ბრძანებულებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში მიმოსვლა დროებით აეკრძალათ. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ რუსეთში ქართული ავიაკომპანიების ფრენ შეაჩერა.

გუშინ კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი რეისები. "ვიმედოვნებ, მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში ადასტურებენ, რომ თუკი საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენა აღდგება ტუროპერატორები სიამოვნებით ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას დაიწყებენ, რითაც საგრძნობლად გაიზრდება ვიზიტორების ნაკადი საქართველოში.

„იმავდროულად რუსი ტურისტები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ თუ საქართველოში პირდაპირი ფრენა განახლდება, ქვეყანაში ბილეთები გაძვირდება“, - თქვა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, სერგეი რომაშკინმა.

თავის მხრივ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლის აღდგენაში ცუდს ვერაფერ ვერ ხედავენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების აღდგენა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შეამსუბუქებს, რაც მისასალმებელია.

„2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენის შეწყვეტის თაობაზე. ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და საქართველოს მოქალაქეები დააზარალა. მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათ ძალიან გაურთულა პირობები და მდგომარეობა. თუ ავიამიმოსვლა აღდგება, ეს მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, მხოლოდ მისასალმებელი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკუთარი პოზიცია დააფიქსირა დედაქალაქის მერმაც. კახა კალაძის აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა, საქართველოსთვის კარგიც კი იყოს.

„თუ მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე რუსეთში ცხოვრობს და ადამიანებს დაეხმარება პირდაპირი მიმოსვლაში დაეხმარება“, - განაცხადა კალაძემ.

ბიზნესი კი რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენაში რისკს ხედავს. „ჰაბ ჯორჯიას" დამფუძნებელი გიორგი კოდუა აცხადებს, რომ რუსეთის ბაზარია ავიაციისთვის არასტაბილურია, რადგან შესაძლოა, ფრენა ნებისმიერი დროს ისევ შეჩერდეს.

"ჩემი 30 წლის პრაქტიკიდან გამომდინარე გეტყვით, რომ რუსეთის ბაზარი არასტაბილური და რისკიანია. ჯერ კიდევ 2006 წელეს ემბარგო დაემთხვა ჩემს რეისებს, ფრენები გამიჩერეს და მილიონიბით დოლარი ჩამრჩა მოსკოვში. 2008 წლის 22 მაისს ავიარეისები განვაახლე და თუ სწორად მახსოვს 25 აგვისტოს ისევ გააჩერეს. ვერც ერთი შემთხვევიდან ფული ვერ ამოვიღე.

დავიღალე პოლიტიკური თამაშებით. პოლიტიკურად როდესაც დასჭირდებათ, საქართველოსთვის ცას გახსნიან, როდესაც აღარ ექნებათ სურვილი, დაკეტავენ. ამიტომ ძალიან დიდი რისკს ვხედავ. თბილისი-მოსკოვის რეისი, რომელიც შეიძლება კარგად გაყიდვადი იყოს, შესაძლოა, ერთ დღეს ისევ ჩაკეტონ, არადა ავიაციას და ბიზნეს უყვარს სტაბილურობა. რუსეთის ბაზარი კი ძალიან არასტაბილური და რისკის შემცველია, პირადად ჩემთვის. პირდაპირი ფრენა რომც აღდგეს და 2-3 თვეში ისევ ჩაგვიკეტონ ცა, მერე რა უნდა ვქნათ? მე, როგორც ბიზნესმა, ბილეთები ხომ წინმსწრებით უნდა გავყიდო, მგზავრებს უნდა შევპირდე, რომ რუსეთში გავამგავრებ და შემდეგ უკან ჩამოვიყვან?!

ამიტომ, როგორც გითხარით, ეს რისკის შემცველია და ქართული მხრიდან ყველას ვურჩევ, ამ ბაზარზე არავინ შევიდეს. მირჩევნია სტაბილური რეისებით ვიფრინო, ვიდრე რუსეთზე რაიმე გათვლა გავაკეთო, რომელიც შეიძლება ხვალ საერთოდ აღარ იყოს. ამის პრაქტიკა და გამოცდილება საკმაოდ დაგვიგროვდა”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი კოდუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე