გვანცა წულაია
(22.07.2021)


ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით სიტუაცია შედარებით გამოსწორდა. ბაზარი დიდი დატვირთვით ახლაც ვერ მუშაობას, მაგრამ ცოტათი გამოცოცხლება აშკარად იგრძნობა. მართალია, სტატისტიკაში ზრდაა, თუმცა იმპორტიორები ავტობიზნესში არსებულ კრიზისზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება პრობლემის მოგვარება, რაც პანდემიური მდგომარეობით არის გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ რეექსპორტის მიმართულება შარშან თითქმის განახევრდა და 45%-ით შემცირდა. მას შემდეგ ვითარება შედარებით არ გამოსწორებულა. მსუბუქი ავტომობილები რეექსპორტმა იანვარ-აპრილში 125.4 მილიონი დოლარი შეადგინა. იანვარში საქართველოდან 24,888 მლნ აშშ დოლარის მანქანები გავიდა, თებერვალში - 25,088 მლნ აშშ დოლარის, მარტში 36,596 დოლარის, აპრილში კი 38.828 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილი გავიდა მეზობელ ქვეყნებში.

სახარბიელო ვითარება არც ახლაა. სასურველი შედეგი ჯერ არ დადებულა და 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, არსებული ვითარება მძიმეა.

როგორც ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმა აღნიშნა, ავტომობილების გაყიდვებმა შედარებით მოიმატა, თუმცა მონაცემები არაა დამაკმაყოფილებელი.

"გაყიდვება შედარებით მოიმატა, თუმცა ეს არ არის დამაკმაყოფილებელი ჩვენი სექტორისთვის, რადგან ეს არ არის ის მოცემულობა, რაც იყო 2019 წელს, მაშინ, როდესაც სექტორს ჰქონდა სომხეთის ბაზარი", - განაცხადა "რეზონანსთან" ლაშა დარბაისელმა და დასძინა, რომ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, აქტიური სამუშაო პროცესები მიმდინარეობს, რადგან სომხეთის ბაზარი სხვა ქვეყნით ან ქვეყნებით ჩანაცვლდეს, ასეთ შემთხვევაში კი შესაძლოა, ავტო ბიზნესიში რეკორდული მაჩვენებლიც კი დაფიქსირდეს.

"სომხეთის ბაზარი არ ჩანაცვლებულა არც ერთი ქვეყნით, თუმცა ამ სიტუაცია არ ვუყურებთ ისე, რომ არაფერი აღარ გვეშველება. გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს, ამიტომ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ, რომ სხვა ბაზრებზე გავიდეთ და მივიღოთ ისე შედეგი, რაც 2020 წელს უნდა მომხდარიყო. სომხეთის ბაზარი არა მხოლოდ ერთი, არამედ შესაძლოა, რამდენიმე ქვეყნით ჩანაცვლდეს და თუ მივაღწიეთ იმ მიზანს, რაც ჩვენ გვინდა, მაშინ შესაძლოა, რეკორდული მაჩვენებლიც კი დავაფიქსიროთ.

2019 წელს საქართველოს სომხეთთან ერთად ჰქონდა ასევე აზერბაიჯანის და უკრაინის ბაზრები. ახლა ჩვენ ამ ბაზრებთან ერთად, ვმუშაობთ ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, უზბეკეთთან და თურქმენეთთან. ამ მიზნის მიღწევა არამხოლოდ ავტო ბიზნესს მოუტანს დიდი შეღავათს და წინსვლას, არამედ თითოეული ავტოიმპორტიორს და მათ ოჯახს კეთილდღეობას.

პანდემიური მდგომარეობა ისევე როგორც ტურიზმისთვის, ასევე ავტობიზნესისთვისაა დამაზიანებელი, თუმცა ამ საკითხის მოგვარება შეიძლება. ვაქცინაცია დაწყებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მწვანე პასპორტი უკვე გაცემულია ძალიან ბევრ ავტოიმპორტიორეზე, რაც პირდაპირ ხელშეწყობაა ჩვენთვის, პანდემიის პირობებში შეღავათია ", - დასძინა "რეზონანსთან" ლაშა დარბაისელმა.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი გაჩერების შემდეგ წელს, მატება ყოველ თვე შეინიშნება, წინა წელთან შედარებით კლება მაინც 10.7%-ია. კომპანია "იამოტოს" ხელმძღვანლი პაატა მაისურაძე აცხადებს, რომ სახარბიელო ვითარება ნამდვილად არ არის.

"ვერ ვეტყვით, რომ ავტობიზნესში და რეექსპორტის მიმართულებით სახარბიელო ვითარებაა, საქართველოს მდგომარეობიდან და ზოგადად, მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ლოჯისტიკა, აზიის მიმართულებით ტრანსპორტირების და გადაზიდვების ფასები გასამმაგებულია, რაც პირდაპირ ისახება ვტობიზნესზე. აქედან გამომდინარე, გაყიდვები მაინც და მაინც გაზრდილი არ არის", - განუცხადა "რეზონანსს" პაატა მაისურაძემ და დასძინა

შარშანდელთან შედარებით ბაზარი უფრო ადაპტირდა და გაყიდვებიც შესაძლოა, მცირედით გაზრდილი იყოს. ბოლო წლებში უკრაინა ავტომობილების გაყვანას უფრო დიდი მოცულობით ახერხებს. აქედან ხდება ექსპორტი და გაყიდვებიც თითქოს, ცოტათი გაიზარდა", - დასძინა "რეზონანსთან" პაატა მაისურაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე