დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის, კერძოდ, საქართველოს დესტაბილიზაციისთვის, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთი თავხედურად ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, ცდილობს შეცვალოს ქართველი ხალხისა და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების სუვერენული არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ.
„დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკსიაში დესტაბილიზაციისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველო. აშშ-მ და ევროკავშირმა გადაწყვიტეს დემონსტრაციულად დაესაჯათ ქვეყანა, რომელმაც მოულოდნელად „გაბედა" თამაში საკუთარი და არა მათი დაწესებული წესებით.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნით თბილისს ავანტიურისკენ უბიძგებენ. მათ სურდათ, ქართველ ხალხს სისხლი დაეღვარა მათთვის უცხო ინტერესებისთვის. ამავდროულად, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბიულურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ამერიკელები და ევროკავშირის წევრები ფარისევლად ასახელებენ თეზისებს მშვიდობის შესახებ", - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, რუსეთი დასავლეთის მიმართ ყოველთვის აგრესიულად იყო განწყობილი და ახლა მითუმეტეს ასეა, რადგან მისივე თქმით, მათ შორის ფაქტობრივად, ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.
„რუსეთი ნებისმიერი მმართველობის პირობებში დასავლეთის მიმართ საკმაოდ აგრესიული იყო. ახლა მითუმეტეს, როდესაც მათ შორის ფაქტობრივად, ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. საერთოდ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო გამოირჩევა აგრესიული ომით.
„ახლა დაიწყო რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი საინფორმაციო ომი და რუსეთის სახელმწიფო სათათიბირო გამოდის ძალიან აგრესიულად. ასე რომ, მათ შორის ურთიერთობა სერიოზულად დაიძაბა და როგორ წავა საქმე არავინ იცის. ჩემი შენ გითხარიო, რუსეთს მოსდის. ის სომხეთის მიმართაც საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი.
„რუსეთისგან არაფერია გასაკვირი და მათი სახელმწიფო სათათბირო როგორც ყოველთვის, დივერსანტად რჩება. რასაც პუტინი პირდაპირ ვერ ამბობს, ამბობს სახელმწიფო სათათბირო, ეს არის და ეს. პუტინს შემადგენლობაც ისეთი ჰყავს, განსაკუთრებით ახალი პოლიტიკური პარტიებიდან, რომელიც ახლა შექმნა, დიდი აგრესიით გამოირჩევიან. ერთიანი რუსეთი „შავრაზმული" ტიპის იდეოლოგიას მიჰყვება და შესაბამისად, მათგან გასაკვირი არაფერია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს გია აბაშიძის თქმით, მოსკოვიდან ასეთი განცხადებები აქამდეც მოდიოდა. როგორც მან აღნიშნა, „მოსკოვი რას ამბობს თბილისისთვის მნიშვნელობა არ აქვს, გარდა ერთისა, როდის დაიწყება მოლპარაკებები საქართველოს დეოკუპაციასა და მშიდობიან გამთლიანებაზე".
„ამგვარი განცხადება მოსკოვიდან ახალი ნამდვილად არაა და მათგან ამგვარი რაღაცეები არაერთხელ მოგვისმენია, თუმცა, იმ კონტექსტში განხილვა, რომ მოსკოვისა და თბილისის განცხადებები დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, თანმხვედრია და შესაბამისად, „ქართული ოცნება" პრორუსულია, სავსებით სისულელეა. გავიხსენოთ რამდენინმე თვის წინ „ქართული ოცნება" რომ ამბობდა, ამერიკული ფონდები ეწევა დესტრუქციულ საქმიანობასო. რატომღაც ყველა რუსეთუმედ მიიჩნევდა იმ ადამიანებს, ვინც ამერიკას და USAD აკრიტიკებდა.
„რასაც მოსკოვი, ბრიუსელი და ვაშინგტონი ამბობენ, საქართველოსთვის არაფერს ნიშნავს. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დაცვა გარე ჩარევებისგან, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს.
„რაც შეეხება დასავლურ ჩარევებს, ახლა რაზეა ლაპარაკი, როდესაც პირდაპირ ერთი ერთში არის რადიკალთა „მესიჯ ბოქსი" და ცალკეულ უსინდისო უცხოელ აქტორთა განცხადებები, უნამუსო დამუნათება ხელისუფლების, სისულელეების ტირაჟირება და ა.შ. ასე რომ, მოსკოვი რას ამბობს თბილისისთვის მნიშვნელობა არ აქვს, გარდა ერთისა, როდის დაიწყება მოლპარაკებები საქართველოსა დეოკუპაციასა და მშიდობიან გამთლიანებაზე", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე