ოკუპირებულ აფხაზეთში წინასაარჩევნო მზადებაა, რამდენიმე დღეა კანდიდატები სოფლებში წინასაარჩევნო კამპანიას ინტენსიურად ატარებენ. ვადამდელი არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. პარალელურად ენერგოკრიზისი გრძელდება - ელექტროენერგია ადგილობრივებს ისევ გრაფიკით მიწოდებათ, ხოლო მარაგი თებერვალში იწურება.
ოკუპირებული აფხაზეთის ეროვნულმა კრებამ ე.წ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ,15 ნოემბერს ჩანიშნა, ადგილობროვი მედიის ცნობით არჩევნების ჩატარება 20-25 მლნ. რუბლი დაჯდება და 15 თებერვალს ჩატარდება, კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავენ.
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი ასლან ბჟანია, არჩევნებში მოანწილეობას მიიღებს, ოპოზიციის მთავარი ლიდერი კი არტურ არძინბაა: „ვთხოვ ყველას, ჩვენი აწმყო და მომავალი არის აფხაზი ხალხის ხელში, ამიტომ გააკეთეთ სწორი არჩევანი"- განაცხადა არძნიბამ. (2020 წელს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მოიპოვა 33 686 ხმა (36,9%) და დაიკავა მეორე ადგილი ასლან ბჟანიას შემდეგ.)
ადგილობრივებს ელექტრონერგია დღესაც გრაფიკით მიეწოდება - დღეში 6 საათი, ოპოზიციონერი ლიდერი ბადრი გუნბას მთავრი დაპირებაც სწორედ აღნიშნული პრობლემის გადაჭრაა, ცნობისთვის, სწორედ ბადრი გუნბამ უშუამდგომლა აფხაზებს რუსებთან და ამის შემდგომ დაიწყო ე. წ ჰუმანიტარული ელექტროენეგიის დახმარების სახით გადაცემა.
"ჩერნომორნერგოში" აცხადებენ, რომ ამ მოცულობის ელექტროენერგია თებერვლამდე იქნება საკმარისი. ადგილობრივებში „გაურკვევლობა, ორაზროვნება და უკამყოფილებაა"- აცხადებს „რეზონანსთან" ადგილობრივი მოქალაქე.
22 იანვარს ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახა მურადოვს „საქართველოსთვის ჯაშუშობის" ბრალდებით 15 წელი მიესაჯა, მას ედავებიან ადგილობრივი მოქალაქეების ჩართვას ე.წ საქართველოს გაერთიანების საქმეში.
"ეხო კავკაზა" წერს, რომ აღნიშნული სასჯელი "სამშობლოს ღალატისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ვაჭრობით" დაიმსახურა.
„რეზონანსთან" ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ „მოგონილი ბრალდებებით" ბევრი ქართველი დაუკავებიათ , „ამიტომ ამაში ახალი არაფერია, გარდა იმისა, რომ აგრძელებენ ჩვეულ პოლიტიკას".
კითხვაზე, რა პროცესები ვითარდება დღეს აფხაზეთში, ზაქარეიშვილი ხაზგამსით ამბობს, რომ გადამწყვეტი ხაზი თუ როგორ განვითარდება პროცესები აფხაზეთში ვადამდელ არჩევნებზე გადის, რომელსაც „ბევრის შეცვლა შეუძლია".
„აფხაზეთში ვადამდელი არჩევნებია, სახეები ისევ ძველია, ორი პოლიტიკური ძალა ებრძვის ერთმანეთს, 50-50%-ზეა ყველაფერი, ვფიქრობ, იქნება მე-2 ტური. ამ ფონზე არ გამოვრიცხავ რომ არძინბას, დღევანდელ ოპოზიციას, ჰქონდეს გამარჯვების შანსი, დღეს აფხაზეთში მიმდინარე პროცესები განაპირობა რუსეთის მიმართ უკმაყოფილებამ, აფხაზეთის საზოგადოების დიდ ნაწილს არ უნდა რუს ოლიგარქებს ჩაუვარდეს აფხაზური ეკონომიკა, უძრავი ქონება ხელში, ამიტომ ვინც გაიმარჯვებს მან ხელახლა უნდა მოახდინოს რუსეთთან კომუნიკაცია, იმ საკითხებზე, რამაც წინა ხელისუფლება ჩამოშალა.
კითხვაზე რამ გამოიწვია რუსეთის მხრიდან „აფხაზების დასჯა" ან წინა ხელისუფლების ჩამოშლა - ზაქარეიშვილი გვპასუხობს: „ეს გამოიწვია ეკონომიკურმა საკითხებმა, დამოკიდებულებამ საკუთრებასთან, შეუთანხმებლობამ უძრავ ქონებასთან, ბიზნესთან და საბიუჯეტო ფინანსებთან, მთავარია, დღეს რამდენად მოიკიდებს რუსული ოლიგარქიული ფული, დღემდე აფხაზეთში იყო რუსეთის საბიუჯეტო ფული, ახლა აღარ იციან, უკრაინასთან ომის პარალელურად სად წაიღონ რუსმა ოლიგარქებმა ფული და ერთ-ერთ ასეთი ხვრელი აღმოჩნდა აფხაზეთი, ასე რომ მოახერხებს თუ არა ამას რუსეთი, ესაა მიმდინარე პროცესების მთავარი კითხვა" - დასძინა ზაქარეიშილმა.
3 დეკემბრიდან აფხაზეთში ენერგეტიკულ ბლოკადაში იყო მოქცეული, შეჩერებული იყო სწავლა სკოლებში.
„ელექტროენერგიის კრიზისიც არჩევნებს უკავშირდება, განბამ გამოსტყუა რუსებს თებერვლამდე ელექტროენერგია. ამასობაში ენგურიც შეივსება, მთავარმა აფხაზურმა კრიზისმა ენერგეტიკაში გადაიარა, რომელიც შეეხო პოლიტიკასაც, გავლენა მოახდინა არჩვენებზეც და ახლა დარჩა სოციალური მხარე.
როგორც კი რუსეთი შეწყვეტს ელექტროენერგიის მიწოდება, პროცესები შეიცვლება, რუსეთი განბას უჭერს მხარს, ის რუსეთის მხარდაჭერილი კანდიდატია, რომელიც მიმდინარე პროცესებზე ახდენს გავლენას, მან ჩაიწერა ქულები ხალხთან და რუსეთთან „რომ მე ვარ ყველაზე კარგი კანდიდატი-ო"
„ასე რომ, მთავარი ხაზი გადის არჩევნებზე და 15 თებერვალზე."-დასძინა ზაქარეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე