ნატალია ჯვარიძე
(05.08.2024)

პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამერიკის მიერ საქართველოს მთვრობისთვის 95 მლნ დოლარის დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი მხრიდან ნაბიჯები იდგმევა და მთავარია, შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან მიიღონ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღემდე ვერ მიიღო ინფორმაცია, კონკრეტულად რა თანხა შეჩერდა.

„დავინტერესდებით და გავარკვევთ ამ ყველაფერს. ჩვენთვის მთავრია, რომ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჩვენი მხრიდან ნაბიჯები იდგმევა და მთავარია, მივიღოთ შემხვედრო ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. დღემდე რასაც ვხედავთ, ეს არ არის შემხვედრი ნაბიჯები, თუმცა მგონია, რომ ახლო მომავალში, განსაკუთრებით და პირველ რიგში, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება, მიდგომები რადიკალურად და საფუძვლიანად შეიცვლება", - განაცხადა პრემიერმა.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა დალაგდება მხოლოდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, დღევანადელ ამერიკის ხელისუფლებასთან ეს შეუძლებელია.

„ჩემი აზრით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები ძველ ნიშნულს დაუბრუნდება 5 ნოემრის შემდეგ, როდესად ამერიკის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი მოვა, მანამდე ის ძალა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია და ლაპარაკობს, რომ ქალს ქალი არ უნდა დაუძახო და კაცს კაცი, ან პირიქით სქესის გამომხატველი სიტყვები საერთოდ არ უნდა იხმარო, მაგათთან ლაპარაკი ზედმეტია, თუმცა საზოგადოებრივი ცხოვრება ისეთია, რომ მუდვიმავად ამის გაგრძელება არ შეიძლება.

„ადამიანი ღვთის მიერაა შექმნილი და როგორც მან განაპირობა ქალი ქალად და კაცი კაცად, ასე უნდა იყოს. მე არ მიკვირს, რაც ამერიკაში ხდება და გეტყვით რატომ არა, ყველა იმპერია დაიღუპა ისე, როგორც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებშია დემოკრატების ხელმძღვანელობით, ამერიკის ადმინისტრაციაში. ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელ ნეოლიბერასტულ-დემოკრატიულ პარტიასთან ლაპარაკი ზედმეტია.

ურთიერთობა აუცილებლად დალაგდება, ოღონდ ეს ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც ლაპარაკობს იმაზე, რასაც ჰქვია ღმერთი, სამშობლო და ოჯახი", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით კი, მნიშვნელოვანია „გავლენების კანონის" გაწვევა, თუმცა, მარტო ეს საკმარისი არ იქნება და აუცილებელია არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საქართველო-ამერიკის ურთიერთობის დალაგება.

„პირველ რიგში, „უცხოური გამჭვირავლობის შესახებ" კანონი უნდა იყოს გამოთხოვილი, რომელიც ამერიკისთვის მიუღებელია, მაგრამ, „ქართული ოცნება" იმდენად არასანდოა, რომ თუ არჩევნებამდე მოხდა, მაინც დიდად არაფერი ეშველება, ანუ არჩევნები უნდა ჩატარდეს და იქ ქართველი ხალხის ნება უნდა გამოჩნდეს და მეორე - მნიშვნელოვანია, თუ რამდენად რამდენად დამკამყოფილებული იქნება ეს ნება. თუ მოსახლეობის 100% მათ მისცემს ხმას, ესეც გამოჩნდება, მაგრამ ამის განცდა არავის აქვს და აშკარად ჩანს, რომ ოპოზიციის მიმართ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს სიმპატიები გააჩნია.

„ნებისმიერ შემთხვევაში აღნიშნული კანონი უნდა გაუქმდეს, გინდ არჩევნებამდე ან მის შემდეგ და არჩევნებმა უნდა აჩვენოს ხალხის დაფიქსირებული და დაფასებული ნება, ანუ პარლამენტის მუშაობაში უნდა გამოიკვეთოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამერიკამ და დასავლეთმა თავიანთ პოლიტიკას გადახედონ საქართველოს მიმართ.

„პროცესების გაალღონ ეს და დაიწყონ ხელახალი ურთიერთობა, როგორ ნატოში, ისე ევროკავშირში გაწევრიანებაზე. თუმცაღა, მე დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნებას" ეს არ უნდა და ყველაფერს აკეთებს, რომ მათ უარი თქვან, სამწუხაროდ ისინი ხედავენ, რომ ასეთი სახელმწიფოს მიღება დაუშვებელია.

„ხელისუფლება ყველაფერს იზამს, რომ ამერიკამ გადატვირთვა არ მოახდინოს, ამიტომაა კობახიძე ფარისეველი და უტიფარი, რომ ამერიკას აბრალებს იმას, რაც არ უნდა, რომ მოხდეს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე