პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და „გამჭვირვალობის“ კანონის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სარჩელით სასამართლოს პირველად მიმართავს და მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს. მთავარი არგუმენტი კი კანონის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსვლაა.
საკონსტიტუციო სარჩელით პრეზიდენტი ითხოვს, აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას. პრეზიდენტი აცხადებს რომ „გამჭვირვალობის“ კანონი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან წინააღმდეგობაში მოდის.
ცნობილია, რომ, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საჩივარს წარმოებაში მიიღებს, ზურაბიშვილის ინტერესებს ეკა ბესელია დაიცავს. იურისტი ამბობს, რომ სასამართლომ საქმის განხლვის გადასადებად ზაფხულის პერიოდი არ უნდა მოიმიზეზოს, რადგან ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს და მთელი ქვეყანა ახლა სწორედ ამ გადაწყვეტილების მოლოდინშია.
„საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით სასამართლოს. სარჩელი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნულ კანონი არაკონსტიტუციურია, ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლს. სარჩელით ასევე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლიტაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს, აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში „გამჭვირვალობის კანონის“ გასაჩივრებას ოპოზიციაც გეგმავს. ამის შესახებ დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა. კორძაია იმედოვნებს, რომ სასამართლო პასუხისმგებლობას აიღებს და სარჩელს დროულად განიხილავს.
„თვის ბოლო ჩვენს შევიტანთ სარჩელს სწორედ იმ მუხლებით, რითაც შეაქვს საქართველოს პრეზიდენტს. ეს არის კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა და კონსტიტუციის 22 მუხლის დარღვევა. მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აიღებს პასუხისმგებლობას, იმიტომ, რომ თუ პარლამენტის წევრებზე, პრეზიდენტზე ვრცელდება 78-ე მუხლის ვალდებულება და ჩვენ გვინდა, რომ ეს ვალდებულება შევასრულოთ, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც ენდომება, რომ კონსტიტუციის მოთხოვნები თავადაც შეასრულოს და დროულად და ვადაში განიხილოს ეს სარჩელი, - ამბობს თამარ კორძაია.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებით ადასტურებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას იმით, რომ იმავე მოსამართლეებს მიმართავს საკუთარი პრეტენზიით.
„იმპიჩმენტთან დაკავშირებით, გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილმა არა მხოლოდ სამარცხვინო ეძახა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოსამართლეებს, ასევე, ვნახეთ მაშინ უცხოელი აქტორების მხრიდან პარლამენტზე ზეწოლა. მათ შორის იყო ზოგიერთი ელჩი, უცხოელი პოლიტიკოსი თუ ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი, პირდაპირ ზეწოლა იყო საქართველოს პარლამენტზე, რომ იმპიჩმენტის გადაწყვეტილება არ მიეღო იმ პირობებში, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის დარღვევა.
„აქ ჩვენ ვნახეთ სუვერენული სახელმწიფოს საპარლამენტო საქმიანობაში უხეში ჩარევა, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით არ მიგვეღო იმპიჩმენტის გადაწყვეტილება.
„გახსოვთ მაშინ ზოგიერთი დიპლომატისა და უცხოელი აქტორის საუბარი, რომ ეს კავშირში იყო საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან. გამოდის, ეს დიპლომატები ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ კონსტიტუციის დარღვევა არის ევროპა, კონსტიტუციის დარღვევაზე თვალის დახუჭვა და წაყრუება არის ევროპა.
„ზოგ უცხოელს ასეთი ქვეყანა უნდა. თავისთვის სხვანაირი სტანდარტი უნდათ და ჩვენთვის უნდათ, კონსტიტუციას არღვევდეს პრეზიდენტი და ამაზე ჩუმად იყოს საქართველოს პარლამენტი იმ პირობებში, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა დარღვევა.
„ახლა თავად ქალბატონი სალომე ადასტურებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას იმით, რომ ზუსტად იმავე სასამართლოს, იმავე მოსამართლეებს მიმართავს საკუთარი პრეტენზიით. ამიტომ არის, რომ მთელი ის პროცესი იყო ფარსი, იყო ზეწოლა სუვერენულ სახელმწიფოზე, რათა პარლამენტს არ მიეღო იმპიჩმენტის გადაწყვეტილება და აბსოლუტურად უსამართლოდ, არაევროპულად იმ საკითხის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ხელისუფლების მხრიდან უცნაურია პრეზიდენტის კრიტიკა იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მაგრამ ამაში რაღაც საფუძველია, ინსტიტუციების რწმენა კიდევ შერჩენიათ, რაც ცოტა მეც მაკვირვებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელთან დაკავშირებით.
„ხელისუფლების მხრიდან უცნაურია პრეზიდენტის კრიტიკა იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მაგრამ ამაში რაღაც საფუძველია. „ქართული ოცნების“ ხელში ამ ხალხს საქართველოში ინსტიტუციების რწმენა კიდევ შერჩენიათ და ეს ცოტა მეც მაკვირვებს. ეს კანონი არა მხოლოდ ანტიკონსტიტუციურია, არამედ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა. „ქართული ოცნება“ ფინანსების დამალვაზე რომ ვინმეს ელაპარაკება, ეს არის ანეკდოტი და კომედია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ანალიტკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ რადიკალები, რომლებიც საკუთარ თავს არასამთავრობო ორგანიზაციებს უწოდებენ, ნებისმიერი ხერხით ცდილობენ საქრათველოში სიტუაცია არიონ, ამაში კი ზურაბიშვილს იხმარებენ.
„უტიფარი პრეზიდენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დამნაშავედ და ქვეყნის კონსტიტუციის შეურაცხმყოფელად აღიარა. უტიფრად აგრძელებს ქვეყნის დამაზიანებელ განცახდებებს და ქმედებებს. ის გიგაურების და მისი მსგავსი ენჯეოების სურვლების შესმრულებლად იქცა.
„ასეთ ვითარებაში აქ არ არის საჭირო პოლიტიკური ანალიზი, რადგან ძალიან ხელისგულზე ჩანს ყველფერი რომ ზურაბიშვილი ამ ენჯეოსექტორთან ერთად კონკრეტული დავალებების შემსრულებელია“,-ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ე.წ მთავრობანას თამაში და რაღაცა თეატრების დადგმა, რადიკალების მხრიდან, ძალიან სასაცილოა. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი არაფერს აღარ ნიშნავს, ზურაბიშვილი, ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკების დაკვეთით რას მოიმოქმედებს.
„ე.წ. მბრალდებელი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კანონიერად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თავად არის ბრალდებული, ვერასდროს ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოების თვალში ის წონადი ვერ იქნება. ის ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ უსამშობლოთა მოძრაობის ლიდერი გახდეს. დავაკვირდეთ ზურაბიშვილი რას აპირებს, გარე აქტორები ცდილობენ როგორმე ის წარმოაჩინონ ლიდერად, რომელიც ვითომ პროდასავლურ პარტიებს ხელმძღვანელობს.
„პარტიებზე, როცა ვლაპარაკობთ, ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით, ურეიტინგო, ლუზერი, პოლიტიკური სუბიექტები. ფაქტია უკვე, რომ ზურაბიშვილს გახარია - „ლელოს“ გაერთიანების ლიდერად უპირებენ დასახელებას. ახლა მიმდინარეობს იმაზე მუშაობა, რომ ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ლიდერი, ხაზარაძე და გახარია ერთმანეთს პოლიტიკურად შეაჯვარო და ლიდერად ზურაბიშვილი დაუყენონ. ეს არის წყლის ნაყვა და ქართული საზოგადოება დაინახავს, რადიკალური ოპოზიციის კიდევ ერთ მარცხს“,-ამბობს აბაშიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე