„ქართულ ოცნებაზე“ დასავლეთიდან წამოსული ზეწოლა ყოველდღიურ სახეს იღებს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქარვეელოს თავდაცვისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაიყინა და ის მესამე სექტორის განვითარებას მოხმარდება, დახმარების შეჩერებაზე განცხადებები გერთმანიისა და საფრანგეთის ელჩებმაც გააკეთეს.
„ოცნებაში“ ირწმუნებიან, რომ საფრანგეთის სხელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს დასახმარებლად ერთი თეთრიც არ ირიცხებოდა. ხოლო რაც შეეხება 30 განყინულ მილიონს, ის კრედიტის სახით იყო ქვეყნის თავდაცვის დასახმარებლად გამოყოფილი და საჩუქარი არ ყოფილა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ამერიკის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარი აქტი“ მიიღო, რასაც ამ დღეებში წარმომადგენელტა პალატა კენჭს უყრის. აქტი კომიტეტმა 41 ხმით მიიღო, 6 წინააღმდეგ წავიდა.
პრემიერი კობახიძე ამის გამო წუხილს გამოთქვამს და ამბობს, რომ ეს ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობას ვერ გადატვირთავს. ირწმუნება, რომ 2030 წლისთვის საქართველო, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
„ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება. ეს ურთიერთობების გაჯანსაღებას არ წაადგება. 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში ისეთი პროცესები განვითარდა, რომ თვისობრივად გარკვეული სირთულეები შეიქმნა ურთიერთობებში და ამას გადატვირთვა და გაჯანსაღება სჭირდება.
ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები გაჯანსაღებას დაიწყებს.
ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ვიტყვი, რომ 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ამისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიცია კი შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ეზრა ზეიას განცხადებებს იზიარებს და გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს.
„ქართული ოცნება“ მანიპულატორობს კვლავ რუსული მეთოდებით, როდესაც გაუგებარს უწოდებს იმას, რაც ყველასთვის გასაგებია. ამბობენ, რომ უნდა გადავტვირთოთ ურთიერთობები ამერიკასთანო. ამისთვის კი თბილისიდან უთხრეს, ამერიკა მზად არის ურთიერთობების გადასატვირთად, რუსული კანონის წაღებით, დემოკრატიისკენ დაბრუნებით და ქართველი ხალხის მისწრაფებების განხორციელებით. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ყველაფერში ბრალეული „ქართული ოცნებაა“ და არა ჩვენი დასავლელი პარტნიორები. „როდესაც „ოცნება“ მეორე ფრონტის გახსნას, რევოლუციების მოწყობას და ათასგვარ უბედურებებს აბრალებს, ამით რუსეთს კარს უხსნის ქვეყნის სიღრმეში,“ - აცხადებს პარლამენტის „რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის განცხადებით კი გადამწყვეტი მომენტია ახლა საქართველოში და ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს, არის ერთიანობა:
„დღე არ გავა, უმაღლესი რანგის დელეგაცია არ ჩამოვიდეს საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ქართველ ხალხს, გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორებისგან. რატომ ჩამოდიან ასე ინტენსიურად?! იმიტომ, რომ ხედავენ, გადამწყვეტი მომენტია ახლა საქართველოში და ერთადერთი, რაც ჩვენ გადაგვარჩენს, არის ერთიანობა. მიზანი ერთია, ერთიანობით საქართველომ გაიმარჯვოს და სირცხვილისგან გავთავისუფლდეთ,“ - ვაშაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს სიტუაცია თავად ამერიკაშია არეული და იმდენად რთული შიდა პოლიტიკური ვითარებაა, რომ გაუგებარია, ვისგან რა უნდათ. საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ზუსტად იგივე ხდება საქართველოსთან მიმართებაშიც და, ბოლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფონზე ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თავად ამერიკელებმა არ იციან, რეალურად, ჩვენგან რა უნდათ.
„რაში სჭირდება საქართველოსთან ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი პოლიტიკა და რა სტრატეგიას აწარმოებს ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, გაუგებარია. ამ მდგომარეობაში მყოფ პოლიტიკურ ელიტას კარგად არა აქვს ბოლომდე გაცნობიერებული, ჩვენგან რას ითხოვენ. ამიტომ მე არ ველოდები არჩევნებამდე მათი მხრიდან რაიმე მკაფიო ნაბიჯის გადადგმას. ჯერჯერობით რაც ხდება საქართველოსთან მიმართებაში, ეს ეხება დაკვირვებას, კრიტიკას, მგონია კვლავ გაგრძელდება.
„ამიტომ ახალი ადმინისტრაციის შემთხვევაში შეიცვლება თუ არა ეს ტენდენცია და როგორ გაგრძელდება მოვლენები, რთული სათქმელია. ჩვენ ვიცით, რომ ევროპულმა სტრუქტურებმა ისეთი დადგენილება მიიღეს, რომელიც რუსეთის პოზიციებს ემთხვევა. ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში პირდაპირ ამერიკის გამოძახილია. სამწუხაროდ ევროპა ზუსტად იმას იმეორებს, რასაც ამერიკა ეტყვის. ევროკავშირზე ძალიან დიდი გაველნა აქვთ და ეს სინქრონი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებში, ამას ნიშნავს“, - ამბობს საყვარელიძე.
„ვერ ვიტყვით, რომ ეს კარგია და რამეში ვინმეს წაადგება, თუმცა ამას ბევრი მიზეზი აქვს. აქ მხოლოდ კანონზე არ არის საუბარი. ანალოგიურად, ამერიკის შეტევა საქართველოზე, რუსულ განწყობილებებს ეხმიანება. უბრალოდ, რუსეთის და ამერიკის ინტერესები, ბევრი თვალსაზრისით, ემთხვევა ერთმანეთს და ჩინეთი ამერიკისთვის მიუღებელია. როგორ გადახარშავს ამერიკა ჩინეთთან ურთიერთობას, მერე ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენთან ურთიერთობაც. ამერიკის ელჩის კრიტიკაში ჩინეთის თემა პირველ ადგილას იყო. არადა, ვითომ ეს კანონია პრობლემა. კარგი, მაგალითად, გაიწვიეს კანონი და დაუჯერა „ოცნებამ“, მერე რა იქნება? ახლა ჩინეთთან ურთიერთობის გამო გაგვაკრიტიკებენ ისევ? ასე მარტივად სიტუაცია არ რის. ამიტომ არჩევნებზეც არ ქნება მარტვი მდგომარეობა. ხელისუფლებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ახლა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს და რაიმე ხელჩასაჭიდი არ გაუჩნდეთ“,-ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ამერიკის ეს დაულაგებელი და გაუაზრებელი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში დიდი ხანი ვერ გაგრძელდება და ის შეიცვლება. საყვარელიძე ამბობს, რომ ამ პოლიტიკას თავად ამერიკისთვის არაფერი მოაქვს და იმედია, ახალი ადმინისტრაცია მაინც მიხვდება და საქართველოს პრემიერის გადატვირთვის პოლიტიკას შემხვედრ ნაბიჯს დაახვედრებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე